ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი – სარფში
მანანა ტაკიძე 577 10 15 17
დღეს, 1 მარტს, საღამოს სარფში თურქეთისმხარემ საბაჟოს ახალი შენობა გახსნა.საზეიმო ცერემონიალს საქართველოსეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკერიჟვაძე და თურქეთის ვაჭრობის მინისტრირუჰსარ ფექჯანი ესწრებოდნენ.
სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი 1988 წლიდან ამოქმედდა. მას, როგორცცნობილია, ზაფხულის სეზონისგანმავლობაში ყოველდღიურად 1000-მდესატავირთო, 2000-მდე მსუბუქი, 400-მდე ავტობუსი და 25 000-მდე ქვეითადმოსიარულე კვეთს. 46000 კვადრატულ მეტრფართობზე ახალი სასაზღვრო გამტარი პუნქტის რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის, რომელიც თითქმის სამი წელი მიმდინარეობდა, 145 მილიონი თურქულილირა დაიხარჯა. იგი თანამედროვე სტანდარტებითაა აგებული. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მონაკვეთზე ხდებოდა შეფერხებები. ახალ გამშვებ პუნქტზე გამოყოფილია სატრანსპორტო და ქვეითთაგადასასვლელები. თურქული საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნის ცერემონიალს წინ უძღოდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას და თურქეთის ვაჭრობის მინისტრის რუჰსარ ფექჯანის შეხვედრა სტამბოლში, სადაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და სარფის საბაჟოზე ნაყოფიერ მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. თურქეთსა დასაქართველოს საზღვარზე ახალი საბაჟოგამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა საკმაოდ გაზრდილია და ეს მოქალაქეებისშეუფერხებლად გადაადგილებას შეუწყობსხელს. საზეიმო გახსნის დროს ტელეხიდის საშუალებით შეკრებილებს სიტყვით თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებტაიპ ერდოღანმა მიმართა და მათ მნიშვნელოვანი მოვლენა მიულოცა.