„არ ვოცნებობ, ვთვლი, რომ ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი“
მარიამ ხითარიშვილი
მიშკა მგალობლიშვილს იგივე “იანგ მაიკს” წარდგენა არ სჭრიდება, ის საქართველოს მასშტაბით ცნობილი რეპერია. ჰიპ–ჰოპის მიმართულებით მას აქვს უნიკალური ნიჭი, რომელსაც წარმატებით იყენებს თავის შემოქმედებაში. დღეს ის ჩვენს კითხვებს პასუხობს.
დაბადების თარიღი, ადგილი – 2 დეკემბერი, თბილისი.
ჰობი – არ მაქვს ჰობი. რაც ჩემი ჰობია, ის ჩემი საქმიანობაა.
რომ არ ვყოფილიყავი მუსიკოსი – ვიქნებოდი მსახიობი.
რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში – დავიბადებოდი რომელიმე აღმოსავლურ ქვეყანაში.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – საკუთარ თავთან ვიყო მართალი.
დილა იწყება – ხან – ისე, ხან – ასე.
ბავშვობიდან ყველაზე მძაფრად მახსენდება – ბერძნული მითოლოგია.
საყვარელი მუსიკალური მიმდინარეობა და შემსრულებელი – რეპი და ემინემი.
კუმირი – თუფაქი.
დაუვიწყარი მოგზაურობა – ინგლისი.
საყვარელი სამოსი – სპორტული შარვალი.
როცა თავისუფალი დრო მაქვს – ვცდილობ, არ მქონდეს თავისუფალი დრო. როცა არ მაქვს, ვცდილობ, გამოვინთავისუფლო.
ყველაზე გემრიელად ვამზადებ – მაკარონს ყველით.
საყვარელი ადგილი – ყველგან, სადაც სიხარულით მელიან, ან მე ველი ვინმეს სიხარულით.
სიტყვა, რომელსაც ხშირად ვიყენებ – „რო“.
ყველაზე კარგი რჩევა, რომელიც მოუციათ – კონკრეტული არ მახსენდება. ბევრი ყოფილა კარგი რჩევა და გაცილებით მეტი – გამოუსადეგარი.
ცნობილი ადამიანები, რომლებსაც პირადად ვიცნობ – ვინც ყველაზე მნიშვნელოვანია, ალბათ ქარაფთი და ჯგუფი „ონიქს“-ის წევრები – სთიქი ფინგაზი და ფრედრო სთარი. საქართველოში უმეტესობას ალბათ არც გაუგია, თუმცა ქარაფთს მაგალითად, თუფაქთან და დრ. დრესთან აქვს ნამუშევარი, სთიქს – ემინემთან და ა.შ. ჩემთვის პატივია, რომ ამ ადამიანებს გავეცანი და მეტნაკლებად გავაცანი ჩემი შესაძლებლობები რეპში. რამდენად „ვიცნობ“, არ ვიცი. ალბათ მაინც მომიწევს, თავი გავახსენო, როცა კიდევ გადავიკვეთებით.
ბოლოს წავიკითხე – ლილ უეინის ციხის დღიურებისგან აწყობილი წიგნი.
ფილმი, რომელიც ბოლოს ვნახე – “რატომ ის?” სრული იდიოტიზმია, მაგრამ ჯეიმს ფრანკო კარგად თამაშობს.
ჭორი საკუთარ თავზე – დიდი ალბათობით, ყველაფერი ჭორია, რაც მე არ დამიდასტურებია.
საოცნებო ქვეყანა, ქალაქი – ჯერ-ჯერობით არ ვარ მსგავსში ნამყოფი. თუ მოვხვდი, გადავალ.
არასოდეს – მიჭამია ხაში სრულფასოვნად.
მიყვარს – ჩემი საქმიანობა.
მძულს – არაპროფესიონალიზმი.
მეშინია – უნიჭო, გაბოროტებული ხალხის ძალაუფლების.
ვოცნებობ –არ ვოცნებობ, ვთვლი, რომ ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.
ვტირი, როცა – ძალიან მოქმედებს მუსიკა.
ვიცინი, როცა – საერთოდ ვერ მოქმედებს მუსიკა.
ვიბრძოლებ – სანამ მებრძვიან.
ჩემი თვისებებიდან ვმალავ – თუ ვთქვი, რაღა დამალვაა?
ყველაზე დიდი წარმატება – ჩემი შემოქმედებით ვინმეზე ზემოქმედება.
უნარი, რომელსაც მინდა ვფლობდე – შემეძლოს, სიმღერების გონებაში წერა ისე, როგორც ბიგის, ან ლილ უეინს.
სიამოვნებას ვიღებ – პროდუქტიულობისგან.
ვამაყობ – ჩემი შესაძლებლობებით.
ვიტყუები როცა – არ მინდა, გული ვატკინო.
ვგეგმავ – გეგმებზე არ ვსაუბრობ.
საკუთარ თავში მომწონს – მიზანდასახულობა.
საკუთარ თავში არ მომწონს – სიზარმაცე.
სხვებში ყველაზე მეტად ვაფასებ – გულწრფელობას, გახსნილობას.
სხვებში ყველაზე მეტად მაღიზიანებს – ბოღმა და ეჭვები.
სიამოვნებით დავისვენებდი – ჰავაიზე, ან მაიამიში.
არასოდეს გავაკეთებ – არ ვიცი, ბევრ რამეს.
საკუთარ თავში შევცვლიდი – ნაკლებად მიმტევებელი ვიქნებოდი.
ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა – ჩემი შრომის შედეგს ვხედავ.
ნივთი, რომელსაც სულ ვატარებ – ჯვარი.
ვერასოდეს ვაპატიებ – უმადურობას.
ვნანობ – რაც იყო, იყო.
მჯერა – ჩემი თავის.
ვწუხვარ – რომ ამდენი უნიჭობაა ირგვლივ.
თავისუფლება ჩემთვის ნიშნავს – გახსნილობას.
სკოლაში ჩემი საყვარელი საგანი იყო – გერმანული.
ყველაზე ცუდად ვსწავლობდი – ფიზიკას და ქიმიას.
ადამიანს ვუთმობ, როცა – ვხედავ, რომ მეტი არ შეუძლია.
უხამს ადამიანებს ვპასუხობ – შეიძლება, არც ვუპასუხო.
ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც მიმიღია – გონება.
ყველაზე გამაღიზიანებელი შეკითხვა ადამიანებისგან – შემდეგ სულ რომ დამისვათ?
ახლა ყველაზე მეტად მინდა – არაფერი განსაკუთრებული.
ფაქტი ჩემს შესახებ, რომელიც არავინ იცის – ყველაფერი, რასაც რამე მნიშვნელობა აქვს, დარწმუნებული ვარ, უკვე სადღაც გაჟღერებულა.
ჩემი უახლოესი გეგმა და მიზანი – ამ ინტერვიუს გადაკითხვა და გამოგზავნა.

