ბამბუკების გამოფენა
ნაირა ფუტკარაძე 27 48 94
ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზღვისპირა პარკში ბამბუკების გამოფენა გაიმართა. ბაღის კოლექციიდან წარმოდგენილი იყო 16 სახეობის ბამბუკი. გამოფენის სანახავად ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტიორები, მოწვეული სტუმრები მოვიდნენ. მათ მიესალმა ჯულიეტა ჯაყელი ეგზოტიკურ მცენარეთა კოლექციის განყოფილების უფროსი.
– ბოტანიკური ბაღი უკვე მეხუთედ აწყობს ბამბუკების გამოფენას. ჩვენს სანაპიროს ბამბუკები განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს. მისი მრავალფეროვნებით კი მრავალი უცხოელი მკვლევარი ინტერესდება – აღნიშნა ქალბატონმა ჯულიეტამ.
გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს ბამბუკისაგან დამზადებული სხვადასხვა სახის კერძებით, დესერტებითა და კოქტეილით რეგიონის ცნობილი რესტორნების და სასტუმროების მზარეულები მასპინძლობდნენ. გამოფენაში მონაწილეობდა პროფესიული კოლეჯი ,, ბლექსი ” და საზოგადოებრივი კოლეჯი ,, ახალი ტალღა “.
,,ბლექსის” სტუდენტ მზარეულებმა წელს პირველად მიიღეს მონაწილეობა გამოფენაში და სტუმრებს მათ მიერ მომზადებული ეგზოტიკური კერძებით გაუმასპინძლდენ.