ორშაბათი, აპრილი 19, 2021
სიახლე:
  • „ბულვარი ჩვენია“ – აქცია აჭარის მთავრობასთან
  • ,,პრიმავერა” – გამოფენა ხელოვნების მუზეუმსი
  • ,,გწამდეთ და იხილავთ სიყვარულს ნათელ ფერებში”
  • დაბაძველი არ ძველდება
  • ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
მოვლენების კვალდაკვალ

რას ფიქრობენ მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე?

აპრილი 4, 2020აპრილი 4, 2020

ნათია იმნაიშვილი 27 48 93

უამრავი მოსაზრება არსებობს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით. ზოგი თვლის, რომ 2020 აკადემიურ წლად უნდა გამოცხადეს, ზოგი კი ტაშს უკრავს და ქედს იხრის მასწავლებლების, ლექტორების, პროფესორების წინაშე.

დროა გავიგოთ, რას ფიქრობენ მოსწავლეები, რომლებსაც სკოლა სახლებში აქვთ მოწყობილი და სულ სხვა გარემოში უწევთ საგაკვეთილო პროცესში ჩართვა.
თინათინი, მე-9 კლასი:

-დისტანციური სწავლება შესაძლებლობას გვაძლევს თითოეულ ჩვენგანს, არ ჩამოვრჩეთ პროგრამას და გავაგრძელოთ ცოდნის მიღება. ამასთან ერთად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთმანეთს თავიდან ვაცილებთ კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს. თუმცა, ასევე მინდა ვთქვა იმ უარყოფით მხარეზე, რაც ამ სწავლებას ახლავს – ონლაინგაკვეთილები ტელეფონის ან კომპიუტერის მეშვეობით გვიტარდება, ეს კი საზიანოა ჩვენთვის, მით უფრო, რომ მათზე ისედაც მიჯაჭვულები ვართ, ახლა, ამ სიტუაციაში კი ეს მიჯაჭვულობა გაორმაგდა.
თამარი, მე-8 კლასი:

-ჩემთვის ძალიან რთულია ონლაინსწავლების რეჟიმი. ბევრად უფრო დატვირთულები ვართ, ვიდრე ადრე, სკოლაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროგრამულად წინ მივიწევთ. სასიამოვნოა ის, რომ ამ პერიოდშიც კი ვსწავლობთ რაღაც ახალს და ვიგებთ ბევრ საინტერესოს.
გვანცა, მე-9 კლასი:

-ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან საზიანოა, როდესაც დილით ადრე იღვიძებს და მაშინვე იწყებს ტელეფონით სარგებლობას, ეს დამაზიანებელია როგორც თვალებისთვის, ისე – ზოგადად, ჯანმრთელობისთვის. ჩემთვის, ასევე, ძალიან მოსაწყენია სახლში ყოფნა და მეგობრებთან ვირტუალური ურთიერთობა მაშინ, როცა სკოლაში ყველაზე ჯანსაღი კომუნიკაცია დგება. აქედან გამომდინარე, დისტანციური სწავლება ვერ შეცვლის იმას, რაც სკოლაში გვაქვს, განსაკუთრებით ურთიერთობების კუთხით.
ნინო, მე-7 კლასი:

-იმ სიტუაციაში, რაც მთელს მსოფლიოში და ასევე საქართველოშია, ვფიქრობ, დისტანციური სწავლება ძალიან კარგი გამოსავალია. ეს ყველაფერი ჩვენი უსაფრთხოებიდან გამომდინარეა. შეიძლება იმას ვერ ვიღებთ, რასაც სკოლაში ვღებულობდით, მაგრამ ახლა ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, ამიტომ ჩემთვის მისაღებია დისტანციური სწავლება.

სულ ნანახია
სულ ნანახია
369
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
2
გაზიარება
  • ← სასურსათო კალათები აჭარის მთიანეთის 3000-ზე მეტ ოჯახს დაურიგდა
  • ხელფასის ერთ მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებიც გადარიცხავენ →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"