ორშაბათი, აპრილი 19, 2021
სიახლე:
  • „ბულვარი ჩვენია“ – აქცია აჭარის მთავრობასთან
  • ,,პრიმავერა” – გამოფენა ხელოვნების მუზეუმსი
  • ,,გწამდეთ და იხილავთ სიყვარულს ნათელ ფერებში”
  • დაბაძველი არ ძველდება
  • ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
მოვლენების კვალდაკვალ

„აჩიკომ ჩათვალა, რომ ჩემი ჩარევის გარეშე არ გაუკეთებდნენ ტესტს, მაგრამ რეალობა ასეთი არ ყოფილა…“

აპრილი 7, 2020აპრილი 7, 2020

მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93

მომღერალი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, ბედნიერად თვლის თავს, რომ იგი არავის გადასდო.
ბათუმელი მომღერალი აჩიკო გოგიტიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. წერს, რომ ახალი კორონავირუსი ისე გადაიტანა, მძიმე სიმპტომები არ ჰქონია. ის ამერიკის შეერთებული შტატებიდან ორი კვირის წინ ჩამოვიდა და კარანტინში იმყოფებოდა. მომღერალი გვამცნობს, რომ ტესტის გაკეთებას 10 დღის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა უარს ეუბნებოდნენ. სახლში წასვლის წინა დღეს აღებულმა ანალიზმა კი დადებითი პასუხი აჩვენა. ამჟამად აჩიკო თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
– ვირუსზე დადებითი პასუხი მივიღე ლუგარის ლაბორატორიიდან, ფეხზე გადამიტანია სიმღერაში, სიცილში და სიყვარულში, ძლიერი იმუნიტეტის წყალობით. სრულიად შესაძლებელი იყო, ეს ამბავი საერთოდ გამომპარვოდა და ბევრი ადამიანისთვის გადამედო ინფექცია. 10 დღე ვითხოვდი ტესტის გაკეთებას, სახლში წასვლამდე მინდოდა შევემოწმებინეთ, მაგრამ უარით მისტუმრებდნენ. სხვა გზა არ დამიტოვეს, დავურეკე აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძეს და ვთხოვე, აუცილებლად გაეკეთებინათ ტესტი, რადგან რისკის ზონიდან ვიყავი ჩამოსული. ამ კეთილი ადამიანის გულისხმიერება რომ არა, ხვალ სახლში გამიშვებდნენ და ოჯახის ყველა წევრს გადავდებდი ვირუსს. ამჟამად თავს მშვენივრად ვგრძნობ. ყველაზე რთულმა პერიოდმა, ჩემი იმუნიტეტის წყალობით, იოლად ჩაიარა. ახლა მთავარია, ორგანიზმიდან ბოლომდე გამოვიდეს ინფექცია და სრულიად ჯანმრთელი დავუბრუნდე ოჯახს. ბატონ ზაალს კი მინდა ძლიან დიდი მადლობა გადავუხადო! ბედნიერი ვარ, რომ არავის გავუმწარე სიცოცხლე, განსაკუთრებით ჩემს უსაყვარლეს მამას, რომელიც ხვალ სახლში მელოდა,–ამბობს მომღერალი.
ჩვენ დავუკავშირდით აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძეს და კომენტარი ვთხოვეთ.

– აჩიკომ ჩათვალა, რომ, ჩემი ჩარევის გარეშე არ გაუკეთებდნენ ტესტს. რეალობა ასეთი არ ყოფილა. ეს იყო აჩიკოს კარანტინის მე–12 დღე, ასეთ დროს კი თუ ცხელება, ან განსაკუთრებულად საშიში ნიშნები არ აქვს ადამიანს, არც ჩვენ ვუტარებთ ტესტს. პროტოკოლი ყველასთვის ერთნაირია. ჩვენ კარანტინიდან გაწერის წინ, მე-14 დღეს ვუტარებთ ტესტებს. აჩიკოსაც ავუხსენი, რომ ადამიანს არ გაწერენ, თუ ერთი საეჭვო ნიაშანი მაინც აქვს. თუ ადამიანს კარანტინის მე–5 დღეს მისცა მაღალი ტემპერატურა, არც მაშინ ვუკეთებთ ტესტს, ვაკვირდებით. ყველა მოქალაქეზე, ვინც კარანტინში იმყოფება არის შედგენილი ეპიდემიოლოგიური რუკა და ყოველდღიურად, დღეში მინიმუმ ორჯერ, ვამოწმებთ ტემპერატურას. თუ ტემპერატურა აღენიშნა, ვინიშნავთ, გავაწითლებთ ამ ზონას. ვთქვათ, ჩივილი აქვს მუცლის ტკივილზე, ამასაც მოვნიშნავთ. შეიძლება პაციენტმა შემდეგ დღეს თქვას, რომ გემო არ მოეწონა რაღაცის. . . ამ ყველაფერზე დგება ჯაჭვი და ასეთ მოქალაქეებს არ ვწერთ, ვიდრე არ ჩაუტარდებათ (გაწერის წინა დღეს) ტესტი. ასე მოიქცნენ კახეთშიც, სადაც აჩიკო კარანტინში იმყოფებოდა. უბრალოდ, სახლში წასვლის დრო ახლოვდებოდა და შეაშინა იმან, რომ ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვის ნიშნები ჰქონდა. ასე ხომ არ გამწერენ და ხომ არ გავხდები გადამდები ახლობლების და ოჯახის წევრებისთვისო. მე უბრალოდ, იმაში მივიღე მონაწილეობა, რომ გავურკვიე, ნამდვილად იყო თუ არა გასატესტთა სიაში. რა თქმა უნდა, იყო. შემდეგ აღარ დავკავშირებივარ, რადგან მითხრეს, რომ დღეს უწევდა ტესტი და გაუკეთეს კიდეც. აჩიკომ რომ დამირეკა და მისი ნიშნები მითხრა, უკვე ეჭვი მქონდა, რომ ექნებოდა ეს ინფექცია. ერთჯერადად 37.4 სიცხის გამო ტესტირება პროტოკოლში არ არის. ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები რომც არ ჰქონოდა და მხოლოდ ტემპერატურა, ან სხვა ნიშნები ჰქონოდა, გაწერის წინ მაინც გაუკეთდებოდა ტესტი, რათა არ გამხდარიყო გამავრცელებელი. თვითონ იოლი ფორმით გადაიტანა ვირუსი და ეს ხასიათზეც ეტყობა. ისევ ისეთივე ენერგიულია, როგორც ადრე იყო. მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, 80–85 % ნამდვილად ასე გადაიტანს ამ ვირუსს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდები უნდა მოდუნდნენ და ლაღად იყვნენ. სწორედ იმიტომ უნდა იყვნენ ფრთხილად, რომ მათ გვერდით, ოჯახებში არიან ხანდაზმულები, არიან ქრონიკულად დაავადებულები, ზღვარის ჯგუფები და იმათ უნდა გაუფრთხილდენენ. მთავარი ეს არის. სწორედ დიდ ასაკობრივ ჯგუფში არის მაღალი ლეტალობის მაჩვნებლები. ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისგებლობით სწორედ მათ უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენ ხომ განსაკუთრებულად გვიყვარს  ბებია-ბაბუები. ჩვენი მოვალეობა ამ ეტაპზე სწორეთ მათი გაფრთხილებაა! ამხელა ფინანსურ თუ სხვა რესურსს როცა ვხარჯავთ, ამან შედეგი უნდა გამოიღოს. ამიტომაც მოვუწოდებ ყველას, დარჩნენ პირად სივრცეში, – გვითხრა ზაალ მიქელაძემ.

სულ ნანახია
სულ ნანახია
2116
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
2
გაზიარება
  • ← მეხუთე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კლინიკა დატოვა
  • 5 ახალი შემთხვევა – ბათუმში →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"