ორშაბათი, აპრილი 19, 2021
სიახლე:
  • „ბულვარი ჩვენია“ – აქცია აჭარის მთავრობასთან
  • ,,პრიმავერა” – გამოფენა ხელოვნების მუზეუმსი
  • ,,გწამდეთ და იხილავთ სიყვარულს ნათელ ფერებში”
  • დაბაძველი არ ძველდება
  • ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
მოვლენების კვალდაკვალ

აჭარაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აპრილი 10, 2020აპრილი 10, 2020

მარიამ ხითარიშვილი 27 48 93

ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში მყოფ 6 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფიდან დღეს 40 პირია მოძიებული. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა როგორც ქობულეთის რამდენიმე სოფელში, ასევე, ქალაქის ტერიტორიაზეც. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე არ გამორიცხავს, რომ კოვიდ-19-ის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდოს.
–მოგეხსენებათ, გუშინ დაგვემატა ორი ახალი შემთხვევა საკარანტინე სივრციდან, დედა–შვილი, ორივე გადაყვანილია თბილისის კლინიკაში რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის, მათი სურვილით. ისინი არ არიან აჭარის მცხოვრებლები. რაც შეეხება დღევანდელ ინფორმაციას, დამატებით მოვიძიეთ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 40 კონტაქტირებული პირი. ესენი გახლავთ დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები, ოჯახური და სხვა კონტაქტები, არა – სამედიცინო პერსონალი. მათგან აღებულია ეპიდემიოლოგიური კვლევის 8 ნიმუში, რომლებიდანაც 6 დადასტურდა. აქედან ერთი არასრულწლოვანია, დანარჩენები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფიდან არიან. საუბარია ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელზე. მიმდინარეობს ყველა კონტაქტირებული პირის მოძიება. ბოლო ორი დღის შეჯამებით, გვყავს 148 კონტაქტირებული პირი და ეს პროცესი არ დასრულებულა, რადგან ჩვენ ვმუშაობთ არა მხოლოდ პირველი ინფიცირებული პირის, არამედ ყველა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტურ პირებებზე. კონტაქტირებულ პირთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. გაიზრდება ლაბორატორიული კვლევის ნიმუშების რაოდენობაც უკვე თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფი პირებიდან, ახალი შემთხვევებიდან და ა.შ. დღეს გამოვლენილი ინფიცირებული პირები ბათუმის კლინიკა „მედალფაში“გადმოჰყავთ. ამ ეტაპზე, კლინიკაში გვყავს 14 ძველი და 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა. „მედალფაში“ მყოფი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთი ახალშეყვანილი პაციენტი საყურადღებოა, დანარჩენების მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა. ველოდებით ერთი პაციენტის განკურნებას და მეორადი საკონტროლო კვლევის ანალიზს. საბოლოო შედეგი ხვალ დილისთვის გვეცოდინება. ამ ეტაპზე, აჭარაში 20 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, რომელთაგან 16 კლინიკაში იმყოფება, 4 კი ქობულეთიდან გადმოჰყავთ. ასევე, სარფის საბაჟოზე იმყოფება ერთი პირი, რომელიც, სავარაუდოდ, ინფიცირებულთა რიცხვს დაემატება, – გვითხრა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ.

სულ ნანახია
სულ ნანახია
188
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
2
გაზიარება
  • ← მარიკა გვიანიძე: მოსახლეობას სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ნორმატივების შესაბამის წყალს ვაწვდით
  • „ერთ პირბადეს ლარნახევრად ვყიდულობთ, დღეში 1500 ლარი მხოლოდ ამაზე იხარჯება“ →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"