ოთხშაბათი, აპრილი 21, 2021
სიახლე:
  • სტიქიის შედეგად დაღუპულთა უკვდავსაყოფად
  • “დავიცვათ რეგულაციები, რათა მოსწავლეებმა სემესტრი საკლასო ოთახებში დაასრულონ”
  • “სინოფარმით” აცრები 4 მაისიდან დაიწყება
  • პირველი ვირტუალური გამოფენა – საქართველოში
  • მედიატორის ახალი დოკუმენტი – პოლიტიკური კრიზისის დასასრულის დასაწყისი?
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
მოვლენების კვალდაკვალ

ქობულეთის კლასტერიდან ახალი კორონავირუსი 6 პირს დაუდასტურდა

აპრილი 11, 2020აპრილი 11, 2020

მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ისინი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. მეორადი კვლევის შემდეგ, კორონავირუსი დაუდასტურდა ხუთივე პირს, რომელთა ანალიზიც პირველადი კვლევით, საეჭვო იყო და მათ დაემატა კიდევ ერთი ინფიცირებული პირი. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, დადასტურებული 6 ახალი შემთხვევიდან ერთი არასრულწლოვანია. რაც შეეხება ინფიცირებულების ჯანმრთელობას მდგომარეობას, მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ. ისინი მკურნალობას ბათუმის „მედალფას” კლინიკაში გააგრძელებენ. დღევანდელი მონაცემებით, კლინიკას კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.
– ამ საღამოს ინფორმაციით, გვაქვს 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ექვსივე ქობულეთის კლასტერთანაა დაკავშირებული. ესენი არიან პირველწყაროსთან კონტაქტში მყოფი პირები, რომლებიც აქამდე ჩვენი ზედამხედველობისა და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. 6 ინფიცირებულიდან ერთი არასრულწლოვანია. ექვსივეს გადაიყვანენ კლინიკა „მედალფაში“, სადაც უკვე 24 პაციენტი გვეყოლება. ამათგან ორს გავამგზავრებთ თბილისში. სულ 6 განკურნებული პაციენტი გვყავს. ერთი ისევ სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში რჩება. დანარჩენების მდგომარეობა ისევ უცვლელია – საშუალო და მსუბუქი სიმძიმის. არასრწულწლოვანი ათ წლამდე ასაკისაა, მსუბუქი რესპირაციული ჩივილები აქვს. ვაგრძელებთ ჩვენს კონტაქტზე მყოფი 150 პირის ზედამხედველობას. 100 პირის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა უკვე ჩატარებულია, მაგრამ დარჩენილი კონტაქტების რაოდენობა შეიძლება ერთეული შემთხვევებით კიდევ გაიზარდოს. ეპიდმოკვლევა გრძელდება. ქობულეთის სოფლებში უნდა ჩავატაროთ აქტიური თერმოსკრინინგი, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 242-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებული – 60, გარდაცვლილი კი სამი მოქალაქეა. კარანტინის რეჟიმში – 4856, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370 ადამიანი იმყოფება.

სულ ნანახია
სულ ნანახია
197
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← მაშინ, როცა ჩვენ სახლში ვართ, ისინი ჩვენთვის მუშაობენ
  • კიდევ ერთი ინფიცირებული და მეექვსე გამოჯანმრთელებული – ბათუმში →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"