„24 საათს კრიზისის გაშუქებას ვერ დავუთმობთ, ხალხს სიცილი, მუსიკა, კულტურა სჭირდება”
,,ვფიქრობ, მთელ ამ პერიოდში კარგად დავინახეთ საზოგადოებრივი მედიის უდიდესი და მნიშვნელოვანი როლი მთელ ევროპაში, ვნახეთ, როგორ გაიზარდა საზოგადოებრივი მედიის აუდიტორია.
ჩვენ არ ვართ კომერციული მაუწყებლები, ჩვენ სხვა ვალდებულებები გვაქვს საზოგადოების წინაშე. ახალი ამბები უმნიშვნელოვანესია, ევროპის მაუწყებელთა კავშირი ჩვენს წევრებს მთელი მსოფლიოდან ვაწვდით ახალ ამბებ. ასეთივე მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროგრამებიც. ის, რაც საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააკეთა მეორე არხთან დაკავშირებით, რომელიც ამ საგანგებო ვითარებაში საგანმანათლებლო არხად აქცია, მართლაც ინოვაციური ნაბიჯია. ჩემი აპლოდისმენტები და შექება – მათ. ვფიქრობ, მთელმა ევროპამ უპასუხა არსებულ გამოწვევას. ვხედავ სხვადასხვა ტიპის გადაცემებს, გამოცემებს. დღეში 24 საათს კრიზისს ნამდვილად ვერ დავუთმობთ. ხალხი სხვა რამესაც მოითხოვს, სიცილი, მუსიკა, კულტურა სჭირდება. ჩემი აზრით, საზოგადოებრივმა მედიამ მთელ ევროპაში და მათ შორის საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ღირსეულად უპასუხა ამ გამოწვევას, -აღნიშნა ევროპის მაუწყებელთა კავშირის დირექტორმა ნოელ კურანმა.
მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი მედიის ურთიერთობა აუდიტორიასთან არსებულო კრიზისის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება. საზოგადოება დააფასებს იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც ზუსტი ინფორაციის მიწოდებასთან ერთად, მათ უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევენ.

