კვირა, აპრილი 11, 2021
სიახლე:
  • პანდემიის დროს გამოვლენილი ნიჭი
  • მრავალმხრივი ხელოვანი – ნაღვარევიდან
  • შესარიგებლად გაწვდილი ხელი – ქართველი მოსწავლეების წერილი აფხაზ თანატოლებს
  • ,,შექმენი და დასაქმდი” – კარიერული განვითარებისა და ღირსეული ცხოვრებისთვის
  • 9 აპრილის გახსენება
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
მოვლენების კვალდაკვალ

დღეს აჭარაში 15 პირის ბიოლოგიური ნიმუშების პასუხებს ელოდებიან

აპრილი 14, 2020აპრილი 14, 2020

მარიამ ხითარიშვილი 27 48 93

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს რეგიონში ახალი კორონავირუსით ინფიცირების თვალსაზრისით 15 საეჭვო პირის ბიოლოგიურ ნიმუშებზე პასუხს ელოდებიან.
კორონავირუსით ინფიცირებულები ბათუმის კლინიკა „მედალფაში” მკურნალობენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართვას ექვემდებარება, მედიკოსები რამდენიმეს მალე გამოჯანმრთელებას ვარაუდობენ. გრძელდება ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 350-ზე მეტი კონტაქტის შესწავლაც.
როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, ამ დროის მონაცემებით, ბათუმის ცხელების კლინიკაში კოვიდ-19-ით დაავადებული 27 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 25 ქობულეთის კლასტერიდანაა.
– გუშინ გამოვლენილი 5 შემთხვევიდან ორი არასრულწლოვანი (წლამდე და 10 წლის ასკის), ასევე, ერთის მშობელი, მათი მოთხოვნით, თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში გადავიყვანეთ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა. ამას დაემატა მე-6 იმპორტირებული შემთხვევა, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა. ცხელების კლინიკიდან იყო რეფერირებული 30-მდე პირი, ყველას პასუხი უარყოფითია. კოვიდ–19-ზე 15 საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე კლინიკაში 27 პირია, რომლებსაც ლაბორატორიულად დაუდასტურდათ ახალი კორონავირუსი. მათგან ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ხოლო დანარჩენების – მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქის ნაწილში ისევ ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. სულ 370 კონტაქტში მყოფი პირია მოძიებული, აქედან 200 მოქალაქე უკვე დიაგნოსტირებულია, – გვითხრა ნინო ნიჟარაძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 24 საათში 30-ით გაიზარდა და 296-ს მიაღწია. მსგავსი მატება ამ დრომდე ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. 296 პაციენტიდან ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

სულ ნანახია
სულ ნანახია
302
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← ზღვის მგელი იუბილარია!
  • „მსოფლიო ტურიზმისთვის საქართველო უნდა გახდეს მიმზიდველი, სუფთა ქვეყანა, რომელიც ყველაზე მდგრადია მომაკვდინებელი ვირუსის მიმართ” →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"