როგორც შობას ვხვდებით ფანჯრებში დანთებული სანთლებით, აღდგომასაც ასე შევხვდეთ და ერთმანეთს ეს ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცოთ.
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი, დეკანოზი იოანე გორელიშვილი დღეს ტაძარში ფეხით მივიდა. როგორც დეკანოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იესო ქრისტემ ფეხით მოიარა მრავალი მხარე და მრევლიც მას ფეხით მიჰყვებოდა, ამიტომ ვისაც ლოცვა ტაძარში უნდა, ის ფეხითაც ივლის. თუმცა ძალიან კარგი იქნება, რომ როგორც შობას ვხვდებით ფანჯრებში დანთებული სანთლებით, აღდგომასაც ასე შევხვდეთ და ერთმანეთს ეს ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცოთ.
– დღეს სახლიდან ნახევარი საათით ადრე გამოვედი, ვფიქრობდი, რომ უფალმა იესო ქრისტემ ჩვენს გამო გოლგოთის გზა გაიარა ჯვრით მხარზე, შემდეგ კი ჯვარზე გაეკრა ჩვენი და მთელი სამყაროს ცოდვებისათვის. მრევლიც მასთან ერთად ფეხით დადიოდა. ეს ყველაფერი ჩემს სულიერ მდგომარეობას უფრო ამაღლებულს ხდიდა. დღეს მეც ფეხით მივედი ტაძარში. ვისაც ლოცვა ტაძარში უნდა და არა სახლში, შეუძლიათ იარონ. ვინაიდან კომენდანტის საათის გამო ღამისთევაზე არ შეგვიძლია წასვლა, ახლაც ფანჯრებში დავანთოთ სანთლები, მივესალმოთ ერთმანეთს „ქრისტე აღდგათი“ და მივულოცოთ ერთმანეთს ეს ბრწყინვალე დღესასწაული, – განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.
დეკანოზმა ასევე თქვა, რომ ყველა ღვთისმსახური ითვალისწინებს წესს. ლოცვისას ყველა დიაკონს პირბადე უკეთია, მათ შორის მასაც და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება.