ოთხშაბათი, აპრილი 21, 2021
სიახლე:
  • სტიქიის შედეგად დაღუპულთა უკვდავსაყოფად
  • “დავიცვათ რეგულაციები, რათა მოსწავლეებმა სემესტრი საკლასო ოთახებში დაასრულონ”
  • “სინოფარმით” აცრები 4 მაისიდან დაიწყება
  • პირველი ვირტუალური გამოფენა – საქართველოში
  • მედიატორის ახალი დოკუმენტი – პოლიტიკური კრიზისის დასასრულის დასაწყისი?
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
მოვლენების კვალდაკვალ

კორონავირუსის 4 დადასტურებული შემთხვევა – აჭარაში

აპრილი 18, 2020აპრილი 18, 2020

მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93

აჭარაში კოვიდ-19 4 პირს დაუდასტურდა, ოთხივე კარანტინში იმყოფებოდა. მათგან ერთი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ქობულეთის კლასტერთან კონტაქტირებული პირების რაოდენობა 481–ია, მათგან ლაბორატორიული კვლევა 230-ს ჩაუტარდა, აქედან ვირუსი 33 პირს დაუდასტურდა. მისივე თქმით, ქალაქის ტერიტორიასა და ქობულეთში არ ფიქსირდება ისეთი შემთხვევა, რომლებიც აქამდე ცნობილი არეალიდან არ არიან.
ნინო ნიჟარაძის განცხადებით, არის მოლოდინი, რომ შემთხვევათა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს და შემდეგი კვირა იყოს ძალიან კრიტიკული.
– დღევანდელი დილის მონაცემებით, დაგვემატა 4 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. ოთხივე საკარანტინო სივრციდან გახლავთ, ერთი მათგანი ქობულეთის კლასტერიდანაა, რომელიც 8 აპრილიდან საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, ჩივილები კი გუშინ დაეწყო. დანარჩენი სამი თურქეთთან კავშირში მყოფი პირები არიან. ოთხივეს მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. ინფიცირებულები კლინიკა „მედალფაში“ აგრძელებენ მკურნალობას. დღეის მდგომარეობით, აჭარაში 41 ჰოსპიტალური შემთხვევა გვაქვს, მათგან 33 ქობულეთის კლასტერთანაა დაკავშირებული. არის მოლოდინი, რომ შემთხვევების რაოდენობა გაგვეზარდოს. ეს ზრდა რა თქმა უნდა, შესაძლოა გახდეს უკონტროლოც, მაგრამ თუ ჩვენი მოქალაქეები პასუხისმგებლობას გამოიჩენენ და ნაკლებად გავლენ ქუჩაში, ნაკლებად ექნებათ ერთმანეთთან ურთიერთობა, ეს რისკები უფრო იშვიათი იქნება. შესაძლოა შემდეგი კვირა გვქონდეს ძალიან კრიტიკული, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დღეს 15 პირს დაუდასტრდა. ქვეყანაში სულ ამ ეტაპზე 385 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 84, გარდაცვლილი – 3.

სულ ნანახია
სულ ნანახია
212
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
2
გაზიარება
  • ← აჭარაში კორონავირუსი არასრულწლოვანს დაუდასტურდა
  • ნუ უგულებელყოფთ ბავშვების კითხვებს, მოუსმინეთ და დააკვირდით მათ  ემოციებს →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"