ორშაბათი, აპრილი 19, 2021
სიახლე:
  • „ბულვარი ჩვენია“ – აქცია აჭარის მთავრობასთან
  • ,,პრიმავერა” – გამოფენა ხელოვნების მუზეუმსი
  • ,,გწამდეთ და იხილავთ სიყვარულს ნათელ ფერებში”
  • დაბაძველი არ ძველდება
  • ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
მოვლენების კვალდაკვალ

ბათუმში 90 გამოკვლეული პაციენტიდან კოვიდ-19 არცერთს არ დაუდასტურდა

აპრილი 21, 2020აპრილი 21, 2020

მარიამ ხითარიშვილი 27 48 93

ბათუმში გუშინ, ღამით გამოკვლეული 90 პაციენტიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. დღის განმავლობაში კიდევ 50 პაციენტის ტესტირების პასუხს ელოდებიან. აჭარის ჯანდაცის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგიონში ამ ეტაპზე სიტუაცია სტაბილური და მშვიდია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მომდევნო დღეებში შემთხვევების მატება არ იქნება. უწყება მოუწოდებს მოსახლებას, მკაცრად დაიცვან რეკომენდაციები.
კლინიკა „მედალფაში“ 35 ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა რჩება კრიტიკულად მძიმე. აჭარში შემთხვევების უმრავლესობა ქობულეთს უკავშირდება, კლასტერი ითვლის 34 ინფიცირებულსა და 520 კონტაქტს, ასევე, ერთ გარდაცვლილს. აჭარაში ჯამში 1 900-მდე პირია გამოკვლეული, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, მომავალი ორი კვირა იქნება კრიტიკული. სავარაუდოდ, მოიმატებს ვირუსით ინფიცირებულთა შემთხვევები.
– დღეის მონაცემებით, აჭარაში 90 საეჭვო ანალიზიდან ყველა პასუხი კოვიდ-19-ზე უარყოფითია. ბათუმის ცხელების კლინიკაში 35 პირი მკურნალობს, აქედან 34 ქობულეთის კლასტერიდანაა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლასტერთან კონტაქტირებული პირების სია 520-მდე გაიზარდა. მათ უტარდებათ ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. დღეს ასევე ცნობილი გახდება იმ 50 პირის პასუხი, რომლებსაც ტესტირება გუშინ ჩაუტარდათ. ქობულეთის კლასტერის პირველ ინდექს პაციენტთან კონტაქტირებული პირებისთვის საკარანტინო პერიოდი სრულდება, ამიტომ რამდენიმეს დღეს განმეორებით ჩაუტარდება დიაგნოსტიკა და თუ პასუხები უარყოფითი იქნება, მათი თვითიზოლაციის პერიოდი დასრულებულად ჩაითვლება. მძიმედ რჩება ერთი პაციენტი, რომელიც ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ბათუმის ქუჩებში ბოლო დღეებში იყო თავშეყრის შემთხვევები, ამიტომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვთხოვთ, თავი შეიკავონ თავყრილობებისგან, ჯგუფებად გადაადგილებისგან. თუ საჭიროება არ მოითხოვს, ნუ გამოვალთ სახლებიდან. ამ ეტაპზე ვართ სიმშვიდის ფაზაში, რადგან ყველა შემთხვევა კონტროლირებადია, თუმცა შემდეგი ორი კვირა იქნება ძალიან კრიტიკული, ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 408 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 95 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

სულ ნანახია
სულ ნანახია
282
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
2
გაზიარება
  • ← ლევან ანთაძე: შევძლებთ და ყველაფერს გავუმკლავდებით – მედპერსონალის შრომის და მოქალაქეების მაღალი თვითშეგნების ხარჯზე
  • საკარანტინე სივრცეში საკვებით ინტოქსიკაციის ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"