შაბათი, ივნისი 10, 2023
სიახლე:
  • ,,შუახევში კერძო ბაგა-ბაღი არ გვაქვს და არც მისი გახსნის მოლოდინი”
  • ,,ბედნიერება ბედნიერი წამებისგან შემდგარი გრძნობაა”
  • ხუცუბანში გურამ თამაზაშვილის სახელობის სახელოვნებო სკოლა გაიხსნა
  • ბათუმი მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს
  • ,,ევროპული ერთობა” – ეს წიგნი გზამკვლევია
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
განათლება

პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები

აპრილი 24, 2020აპრილი 24, 2020

ნანა აბულაძე: 577203590

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის, პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები გაიწერა. მაგალითად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის დოკუმენტის წარდგენის საბოლოო ვადად 24 აპრილის ნაცვლად, 5 ივლისი განისაზღვრა. მინისტრის ბრძანების თანახმად, მოსწავლეების ჩარიცხვა მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭების გარეშე განხორციელდება.
რაც შეეხება პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპს, ამ შემთხვევაში იცვლება როგორც რეგისტრაციის, ასევე დოკუმენტების წარდგენის თარიღი. რეგისტრაციის ორი ეტაპი განხორციელდება 11 მაისიდან, 1 ივნისის ჩათვლით, დოკუმენტების წარდგენა კი 11 მაისიდან, 5 ივლისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
სამინისტროს განმარტებით, ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები, რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში, მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი, ოჯახიდან ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
რაც შეეხება რეგისტრაციის მესამე ეტაპს, აქ იცვლება რეგისტრაციისა და დოკუმენტების წარდგენის ვადები. საყოველთაო რეგისტრაცია 2 ივნისს დაიწყება და 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. დოკუმენტაციის წარდგენა კი 2 ივნისიდან, 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელდება. ელექტრონულ რეგისტრაციას მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს. რაც შეეხება რეგისტრაციის ბოლო, ანუ მეოთხე ეტაპს, პირველკლასელთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 20 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ  ვინც პირველ და მეორე ეტაპზე ვერ დარეგისტრირდება, მათ დაარეგისტრირებენ გამოთავისუფლებულ, ვაკანტურ ან თავისუფალ ადგილებზე.
მშობლებს შეეძლებათ ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტთან ერთად, ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას, რის შემდეგაც კანონმდებლობით დადგენილ ვადებში სკოლა დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.

სულ ნანახია
სულ ნანახია
478
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← საგანმანათლებლო პროგრამა გარემოსდაცვით გამოწვევებზე
  • პრემიერმა ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • ივნისი 2023
  • მაისი 2023
  • აპრილი 2023
  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"