ოთხშაბათი, ნოემბერი 29, 2023
სიახლე:
  • რა გავლენას ახდენს სათამაშო ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკაზე?
  • ,,ჩვენი მიზანია, შევქმნათ ჭოროხის ხეობის ერთიანი პორტრეტი”
  • ჯანდაცვის მიმართულებით ბიუჯეტი 8 მილიონი ლარით გაიზარდა
  • კონკურენციის სააგენტომ ბათუმის 9 ობიექტში დარღვევა გამოავლინა
  • სტიქიის შედეგებს გამოდარებისთანავე დაითვილიან
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
მოვლენების კვალდაკვალ

პრემიერმა ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

აპრილი 24, 2020აპრილი 24, 2020

ნანა აბულაძე: 577 20 35 90

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ორკვირიანი ინტერვალით მოიხსნება, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც მან გვამცნო, შეზღუდვების მოხსნა 27 აპრილიდან დაიწყება და ორშაბათიდან უკვე შესაძლებელი გახდება მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება, ონლაინვაჭრობა, ასევე, ღია ტიპის აგრარული ბაზრებით სარგებლობა. გიორგი გახარიას განცხადებით, სავარაუდოდ, ორი კვირის შემდეგ მოიხსნება შეზღუდვები ისეთ საქმიანობებზე, როგორებიცაა მშენებლობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოებისა და ავტოსერვისების სრულად ამუშავება, კომპიუტერებისა და პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება. როგორც პრემიერის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაში ვკითხულობთ, მესამე ეტაპზე, გარდა დიდი სავაჭრო მოლებისა, გაიხსნება საცალო და საბითუმო მაღაზიები, რომლებსაც ქუჩიდან დამოუკიდებელი შესასვლელი აქვთ, ასევე, ყველა ტიპის ღია ბაზრობა, წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა. მეოთხე ეტაპი სავაჭრო მოლების, ღია ტიპის რესტორნების, ყველა ტიპის საფინანსო მომსახურების, სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების გახსნას გულისხმობს. რაც შეეხება მეხუთე ეტაპს, შეზღუდვები მოეხსნება დახურული ტიპის ბაზრებს და ბაზრობებს, ყველა ტიპის რესტორანს. ბოლო, ანუ მეექვსე ეტაპზე, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დაშვებული იქნება გასართობი, სპორტული, შემოქმედებითი საქმიანობა, აზარტული თამაშები, სასტუმროების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ყველა სხვა სახის საქმიანობა.
გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო ერთჯერადად დაეხმარება ადამიანებს, რომლებიც იდენტიფიცირებულები იქნებიან როგორც თვითდასაქმებულები. პრემიერის განმარტებით, თვითდასაქმებულთა დახმარების ბიუჯეტი დაახლოებით 75 მილიონი ლარი იქნება. ყველა ის დაქირავებული პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, დაკარგა სამსახური და აღარ აქვს შემოსავალი, სახელმწიფოსგან დახმარებას 1200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში მიიღებს და ქვეყნის მასშტაბით ასეთი 350 ათასი ადამიანია. მათ დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 460 მილიონ ლარს გამოყოფს. ისინი, ვინც არაფორმალურად არიან დასაქმებული, ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ. რაც შეეხება სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მრავალშვილიანებს და შშმ პირებს, 6 თვის განმავლობაში დამატებით 600-ლარიან დახმარებას მიიღებენ. გარდა ამისა, პენსიას 25 ლარი დაემატება, ხოლო ისინი, ვინც 70 წელს არიან გადაცილებულნი, 30-ლარიან დანამატს მიიღებენ.

სულ ნანახია
სულ ნანახია
533
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← პირველკლასელთა რეგისტრაციის ახალი ვადები
  • აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი ინფიცირებული ქობულეთის კლასტერიდანაა →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • ნოემბერი 2023
  • ოქტომბერი 2023
  • სექტემბერი 2023
  • აგვისტო 2023
  • ივლისი 2023
  • ივნისი 2023
  • მაისი 2023
  • აპრილი 2023
  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"