ორშაბათი, აპრილი 19, 2021
სიახლე:
  • „ბულვარი ჩვენია“ – აქცია აჭარის მთავრობასთან
  • ,,პრიმავერა” – გამოფენა ხელოვნების მუზეუმსი
  • ,,გწამდეთ და იხილავთ სიყვარულს ნათელ ფერებში”
  • დაბაძველი არ ძველდება
  • ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
მოვლენების კვალდაკვალ

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირება კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

აპრილი 25, 2020აპრილი 25, 2020

მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93

ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც საქართველოში სარფის გამშვები პუნქტიდან სამი დღის წინ შემოვიდა. ის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. აჭარის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე 29 პირის ანალიზის პასუხს დღის ბოლომდე ელოდებიან.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ამ დროისთვის ,,მედალფას“ კლინიკაში კოვიდ-19-ზე 37 პირი მკურნალობს, აქედან 35 ქობულეთის კლასტერიდანაა. რეგიონში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ისინი კლინიკიდან დღეს გაეწერნენ.  არსებული ინფორმაციით, აჭარაში დაიწყო სამედიცინო პერსონალის ტესტირებაც. სასწრაფო სამედიცინო დახმარების და ცხელების ცენტრის მედპერსონალს კოვიდ-19 არ დადასტურებიათ. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, იგეგმება საკარანტინო სივრცეში დასაქმებული პირებისა და ყველა რისკჯგუფის ტესტირებაც.
– დღეს, დილის მონაცემებით, დაგვემატა 1 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. ინფიცირებული სამი დღის წინ გადმოვიდა სარფის გამშვები პუნქტიდან და საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. გვაქვს სასიხარულო ამბავი – 2 გამოჯანმრთელებული კლინიკას ტოვებს. ამ დროისთვის გვყავს 37 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა და 15 გამოჯანმრთელებული. ქობულეთის კლასტერს 35 დადასტურებული შემთხვევა უკავშირდება. მათ ირგვლივ კონტაქტების რაოდენობა 550-მდე პირია, აქედან 400 უკვე ლაბორატორიულად დიაგნოსტირებულია. განმეორებით ტესტირებას ვუტარებთ იმ პირებს, რომლებსაც იზოლაციის პერიოდი უსრულდებათ. ზოგადი მდგომარეობა კონტროლს დაქვემდებარებულია. თუკი იზოლაციის წესები დაირღვევა და თითოეული ჩვენგანი არ დავიცავთ სოციალურ დისტანციას, კონტაქტირების შემთხვევაში, შეიძლება სიტუაცია დაგვეძაბოს და განვითარდეს უკონტროლო მატება, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა – 132 და გარდაიცვალა 5 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 5206 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობას კი 571 პირი გადის.

სულ ნანახია
სულ ნანახია
333
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
2
გაზიარება
  • ← კარანტინის მულტისექტორალური მართვა – აჭარაში
  • გიორგი რომანაძე: ანტიკრიზისული გეგმა იყო დროული და საკმაოდ მოცულობითი ჩვენი ბიუჯეტის ფონზე →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"