ორშაბათი, აპრილი 19, 2021
სიახლე:
  • „ბულვარი ჩვენია“ – აქცია აჭარის მთავრობასთან
  • ,,პრიმავერა” – გამოფენა ხელოვნების მუზეუმსი
  • ,,გწამდეთ და იხილავთ სიყვარულს ნათელ ფერებში”
  • დაბაძველი არ ძველდება
  • ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
მოვლენების კვალდაკვალ

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა – აჭარაში

აპრილი 28, 2020აპრილი 28, 2020

მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –

აჭარაში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი 60 წლის ქალია და მას მოგზაურობის ისტორია აქვს. ის თურქეთიდან საქართველოში 22 აპრილს შემოვიდა და სარფის საბაჟოდან პირდაპირ საკარანტინე სივრცეში მოათავსეს. ქალს სხვა ადამიანებთან კონტაქტი არ ჰქონია. მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, რის გამოც შესაბამისი კვლევა ჩაუტარდა.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს, დილით 130 ანალიზის პასუხი გახდა ცნობილი, აქედან კოვიდ-19 მხოლოდ ერთს დააუდასტურდა, დანარჩენის პასუხი უარყოფითია.
დღეის მონაცემებით, ბათუმის ცხელების კლინიკაში kovid-19-ზე 34 პაციენტი მკურნალობს. კლინიკიდან გუშინ 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და ნაკლები სიმძიმისაა, ერთის გარდა, რომელიც მართვით სუნთქვაზე რჩება.
– ვისი ინფიცირებაც დადასტურდა, ის პირი საკარანტინო სივრციდანაა, თურქეთიდან იყო გადმოსული. ის პირდაპირ საკარანტინო სივრცეში მოათავსეს და შესაბამისად, მასთან კონტაქტირებული პირები არ არიან. ცხელების ცენტრში გუშინ გადაიყვანეს, სადაც ტესტირება ჩაუტარდა და დაავადება დაუდასტურდა. დღეის ინფორმაციით, „მედალფას“ კლინიკაში 34 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. მომდევნო პერიოდში შესაძლებელია შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდოს. ეს დინამიკა დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე. უნდა დავიცვათ სოციალური დინსტანცია და ყველა წესი, რაც ჩვენივე უსაფრთხოებისთვის არის დადგენილი, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
აჭარაში ახალი კორონავირუსი 20-მა ადამიანმა დაამარცხა, მათგან 4 კლინიკიდან გუშინ გაეწერა. აჭარის საკარანტინო ზონები 4100-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამ დროისთვის ამ სივრცეებში 1327 პირი რჩება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის რიცხვი 511-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი – 156-მდე, გარდაცვლილია 6 ადამიანი.
kარანტინის რეჟიმში იმყოფება 4833 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

სულ ნანახია
სულ ნანახია
316
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
2
გაზიარება
  • ← „მარტო ერთი გუნდი ჯდება სადღაც კაბინეტში და ღებულობს გადაწყვეტილებას, არ არის სწორი, არასერიოზული მიდგომაა“
  • ,,ლელო საქართველოსთვის’’ მთავრობას მიმართავს →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"