მოვლენების კვალდაკვალ
საქართველოში მოწყვლადი ჯგუფების ტესტირება დაიწყება
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
მოხუცებულთა თავშესაფრებში და სათემო პანსიონატებში, რომლებშიც შშმ პირები იმყოფებიან, ახალ კორონავირუსზე ტესტირება დაიწყება – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, გაფართოებული ტესტირების ფარგლებში, მოწყვლადი ჯგუფების ტესტირება დაიწყება, რათა მათში არ გავრცელდეს ეს ინფექცია. აღნიშნული ჯგუფებისათვის ეს განსაკუთრებულად სარისკოა. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ტესტირება უახლოეს დღეებში დაიწყება, როგორც კი დასრულდება დოკუმენტაციის პროცედურები.
სულ ნანახია
636
დღეს ნანახია
1