შაბათი, აგვისტო 20, 2022
სიახლე:
  • ,,საქართველოს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს”
  • გარი ქიქავა – საუკეთესო ფეხბურთელი და სამაგალითო პიროვნება
  • პაემანი, რომელსაც მელომანები წლიდან წლამდე ელოდებიან, მეთხუთმეტედ შედგა
  • ბათუმიდან – დოჰაში, ანუ რატომ გადაწყვიტა ველომოგზაურმა აჭარიდან კატარში ჩასვლა?
  • ,,მირჩევნია, ჩემი ნახატები საზოგადოებაში იყოს გამოფენილი”
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
განათლება

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

მაისი 1, 2020მაისი 1, 2020

ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –

39 300-ზე მეტი აბიტურიენტი, 3 600-ზე მეტი სტუდენტი, 12 600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი, 19 600-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი – ასეთია ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების მსურველთა, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში დარეგისტრირებულთა რაოდენობა. როგორც ცნობილია, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო და გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა 30 მარტიდან 30 აპრილის 18:00 საათამდე გადაწია. როგორც სამინისტროში აცხადებენ, არ განიხილება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადებში ცვლილება, ანუ გამოცდები ივლისში ჩატარდება და მისი ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ისინი ყოველდღიურად გადიან კონსულტაციებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან, რათა საგამოცდო პროცესი უსაფრთხოდ და ყველა ნორმის დაცვით, ეპიდსიტუაციისა და რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით ჩატარდეს. უწყების განცხადებით, მათი უპირველესი ამოცანაა, მაქსიმალურად დაიცვან გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ასევე სრულყოფილად წარმართონ საგამოცდო პროცესი.
განათლების სამინისტრო აბიტურიენტთა საყურადღებოდ ასევე, ავრცელებს განცხადებას, სადაც ვკითხულობთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეთა რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. შესაბამისად, ჩასაბარებელი საგნის შეცვლა (წაშლა, დამატება), გამოცდის ენის შეცვლა ან კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) არჩევა აბიტურიენტებს 2020 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ, საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით.

სულ ნანახია
სულ ნანახია
360
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← „ენმ“ ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს
  • „კულტურის ხელშეწყობის პროგრამაში” ჩართვის მსურველებისთვის ვადები გახანგრძლივდა →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"