ოთხშაბათი, აპრილი 14, 2021
სიახლე:
  • ,,პედაგოგი პოეტის საიუბილეო მონაგარი”
  • მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინში…
  • ,,ერთპარტიული პარლამენტის მითი, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ 3 პარტიის პარლამენტში საქმიანობის პირობებში შექმნა, დასასრულს უახლოვდება”
  • ,,რამდენი ენაც იცი…”, მაგრამ… დედაენა უპირველესია!
  • ,,აქტიური ახალგაზრდა ჩემთვის თავისუფლების მსურველი და მოყვარული ადამიანია…”
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ჯანდაცვა

ბათუმში, შესაძლოა, ორი პოლიკლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშოს

მაისი 1, 2020მაისი 1, 2020

ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –

დღეიდან, საქართველოს მასშტაბით, იმ პოლიკლინიკებსა და ამბულატორიებს, რომლებსაც 13 ათასზე ნაკლები ბენეფიციარი ჰყავთ, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ, ასეთი კი სულ 56 ობიექტია.
გადაწყდა, რომ სახელმწიფო პროგრამაში თბილისის მასშტაბით 117, ხოლო ქუთაისსა და ბათუმში 20 პოლიკლინიკა და ამბულატორია დარჩება. პირველადი ჯანდაცვის საბჭოს დადგენილებაში გარკვეული ცვლილებაც შევიდა. მოსახლეობის რაოდენობასთან ერთად, გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, გამონაკლისის სახით, პროგრამაში დარჩა რამდენიმე ობიექტი, რომელსაც აღრიცხვაზე მხოლოდ 7 ათასი ბენეფიციარი ჰყავს.
ახალი რეგულაციების შემდეგ ბათუმში, შესაძლოა, ორი დაწესებულება “ენმედიცი” და “ბათუმის ენდოკრინოლოგიურ ცენტრი ” გამოეთიშოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სხვა დაწესებულებები, რომლებსაც ჰყავთ 13 000-ზე ნაკლები ბენეფიციარი, წინასწარი ინფორმაციით, მომსახურების მიწოდებას გააგრძელებენ.
-გუშინ გაიმართა პირველადი ჯანდაცვის საბჭოს შეხვედრა, სადაც განვიხილეთ პოლიკლინიკების ჩამონათვალი. გამოიყო რამდენიმე კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც მათთვის უპირატესობის მინიჭება იყო მნიშვნელოვანი. ეს კრიტერიუმი იყო გეოგრაფიული მდებარეობა, ასევე, ბენეფიციართა რაოდენობა 13000-მდე, თუმცა 7000-ზე მეტი. ეს არის ის რაოდენობა, რომელიც სოლიდურ რაოდენობადაა მიჩნეული და რომელთა გადანაწილებას სხვა პოლიკლინიკებისათვის შეიძლებოდა პრობლემები შეექმნა. მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა. ბათუმში ასეთი გვაქვს სამი პოლიკლინიკა. მახინჯაურის პოლიკლინიკა, გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, დარჩება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ასევე, გვაქვს მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი და საზღვაო ჰოსპიტალი, რომლებიც სავარაუდოდ გააგრძელებენ ფუნქციონირებას. მათი ბენეფიციარები 7000-ზე მეტია. საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი იქნება მომავალი კვირის სამშაბათს.
პრობლემატური პოლიკლინიკების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოთიშვის შემთხვევაში, ბენეფიციარები გადანაწილდებიან გეოგრაფიული ლოკაციების მიხედვით, თუმცა პაციენტს პოლიკლინიკის შეცვლის უფლება სურვილის მიხედვით შეეძლება. სამედიცინო პერსონალის დეფიციტია ისედაც, როგორც ოჯახის ექიმებში, ისე ექთნებში, და ისინი უმუშევრად არ დარჩებიან, – განაცხადა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ.

სულ ნანახია
სულ ნანახია
377
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← როდის დაგეხმარება მთელი სამყარო?
  • გოდერძის უღელტეხილზე ტრანსპორტით მიმოსვლა აღდგენილია →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"