ორშაბათი, აგვისტო 8, 2022
სიახლე:
  • ბათუმი გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფესტივალს მასპინძლობს
  • მუსიკა ყველაზე კეთილშობილური ენაა
  • ერთადერთი საბედისწერო შემთხვევა თუ. . .
  • ხელოვნების ცენტრში კომპოზიტორ გიული კუბლაშვილის სიმღერები შესრულდა
  • ,,ჩვენს ჯგუფს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის ძალიან დიდი შანსი აქვს”
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
მთა და ადამიანები

გოდერძის უღელტეხილზე ტრანსპორტით მიმოსვლა აღდგენილია

მაისი 1, 2020მაისი 1, 2020

ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –

წლებია გოდერძის უღელტეხილზე ტრანსპორტით მიმოსვლა მარტის დღეებში იხსნებოდა. წელს ახალი კორონავირუსის პანდემიამ იგი გარკვეული დროით გადაწია. ეს სასიცოცხლო არტერია ყველაზე მეტად აჭარის მთიანეთის მოსახლეობისთვისაა საჭირო. ხულოს, შუახევისა და ნაწილობრივ ქედის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს ამ გზით საზაფხულო საძოვრებზე გადაჰყავთ პირუტყვი. მათთვის ჯავახეთის, თრიალეთის ტერიტორიებიდან შემოაქვთ უხეში საკვები, ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქტები (კარტოფილი, ქერი).
პანდემიის გამო შესაბამისმა სამსახურებმა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის 10-კილომეტრიანი მონაკვეთის თოვლისგან გაწმენდა ვეღარ შეძლეს. ეს საქმე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ მოაგვარა. მან საკუთარი სახსრები მოახმარა სამუშაოების შესრულებას. მაისის პირველი რიცხვებიდან ზანკები-უტყუსუბნის გზაზე ტრანსპორტს გადაადგილება აღარ შეიზღუდება. მძღოლებს რამდენიმე მონაკვეთზე 10-12 მეტრი სიმაღლის „თოვლის გვირაბებში“ გასვლა მოუწევთ.
– მესხეთ-ჯავახეთის, თრიალეთის ტერიტორიებზე აჭარის მთიანეთიდან 4500-მდე ოჯახია გადასული. 6 თვის განმავლობაში ისინი წინაპრების ნალოლიავებ ადგილებს მოწყვეტილნი იყვნენ. ამიერიდან შესაძლებლობა ექნებათ, უმოკლესი გზით ხულოში, შუახევში ჩამოვიდნენ. სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენა იმ მეცხოველეებსაც არგებთ, რომლებიც პირუტყვს გოდერძის უღელტეხილისა და კურორტ ბეშუმის შემოგარენში, ალპურ საძოვრებზე მირეკავენ, – გვითხრა ანზორ ბოლქვაძემ.
30 აპრილიდან გოდერძის უღელტეხილზე საავტომობილო გზა გახსნილია. შესრულებული და მიმდინარე სამუშაოები მოინახულა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
პ.ს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში პარლამენტარი ანზორ ბოლქვაძე მარტო ამ საქმით არ შემოიფარგლა – 120-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს სასურსათო პროდუქტებით დაეხმარა. თითოეული კალათა 80 ლარის ღირებულებისა იყო.

სულ ნანახია
სულ ნანახია
1124
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← ბათუმში, შესაძლოა, ორი პოლიკლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშოს
  • ოსმან მჟავანაძე: თითოეული კომპანია თანამშრომლის შენარჩუნებას უნდა შეეცადოს →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"