პარასკევი, მაისი 23, 2025
სიახლე:
  • პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ზურაბ ჯაფარიძეს მხნეობას უსურვებს
  • სოფო ნიკოლაიშვილი 7 ნოემბერს „იმედში“ შეჭრაზე: სპეცდანიშნულების რაზმი შემოვარდა, ტერორისტები რომ უნდა აიყვანო და გაანადგურო, ამ განწყობით
  • ლევან სანიკიძე: ვინც გირაოს იხდის არ ვამტყუნებ, მაგრამ ვინც გირაოს არ იხდის, ვუფასებ გაბედულ ნაბიჯს
  • წელს – მესამედ
  • პრეზენტაცია მოსწავლეებისთვის
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ტურიზმი

აკაკი ბერიძე : ტურიზმის ინდუსტრიამ, დაახლოებით, ოთხი წლით უკან დაიხია

მაისი 2, 2020მაისი 2, 2020

ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბიზნესის თითქმის ყველა სფერო კრიზისშია. განსაკუთრებით ზარალდებიან ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები, რომელთა შემოსავალიც, ზოგ შემთხვევაში, ზაფხულის სეზონზეა გათვლილი, მათ შორის, გიდები, ტუროპერატორები და ის ადამიანები, რომლებიც ტურისტებზე საცხოვრებელ ადგილებს აქირავებდნენ. ახალ გამოწვევებსა და მომავალ გეგმებზე ჩვენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის პრეზიდენტ აკაკი ბერიძეს სოციალური ქსელის მეშვეობით ვესაუბრეთ. ის მამაპაპისეულ მამულში, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ფერიაში იმყოფება, სადაც თვითიზოლაციის დაწესების შემდეგ სოფლის მეურნეობითაა დაკავებული.
– ბატონო აკაკი, როგორც ვიცით, სოფელში იმყოფებით.სამომავლოდ, როგორც გვითხარით, აპირებთ ეს ადგილი ტურისტულ ზონად აქციოთ. მოგვიყევით გეგმებზე.
– დიახ, ამჟამად მშობლიურ სოფელ ფერიაში ვარ, სადაც ხეხილის ბაღი მაქვს. ეს მამაპაპისეული ადგილია. როგორც წინაპრები მიყვებოდნენ, მეფის რუსეთის დროსაც აქ ხეხილის ბაღები იყო. სანამ ჩაის გააშენებდნენ, ფაეტონით ხშირად მოდიოდნენ გენერლები ისე, როგორც დღეს ბოტანიკურ ბაღში დადიან. აქ უამრავი მაგნოლიის, ევკალიპტის ხე და ბამბუკი იზრდება. გადავწყვიტე, ხეხილის ბაღი გავაშენო, ჩავდგა კოტეჯები და აქაურობა ტურისტულ ადგილად ვაქციო. ახლა, როცა ყველანი სახლებში ვართ გამოკეტილნი, სურვილი უფრო გამიმძაფრდა და ვეცდები, უახლოეს მომავალში ეს საქმედ ვაქციო.
– წარმატებებს გისურვებთ, დარწმუნებული ვარ, უამრავი ვიზიტიორი გეყოლებათ, მაგრამ სანამ კვლავ შემოვლენ ისინი ჩვენს რეგიონში, გვითხარით, რა ზიანი მიადგათ ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს?
– საქართველოში, ვირუსის ფონზე, ტურიზმის ინდუსტრიამ, დაახლოებით, ოთხი წლით უკან დაიხია. ჩემი აზრით, ამ სფეროს ძალიან გაუჭირდება, რითაც დაზარალდებიან დიდი სასტუმროები და შესაბამისად, ყველა ის რგოლი, რომელიც ტურიზმზეა მიბმული.

– ამ რგოლზე პირდაპირაა მიბმული გიდი. ამ პროფესიის წარმომადგენელთა უმრავლესობა თვითდასაქმებულია და მომსახურების ანაზღაურებას ხელზე იღებს. ანტიკრიზისული გეგმით როგორ დაეხმარება მათ სახელმწიფო? თუ გქონიათ ამ თემაზე საუბარი შესაბამის უწყებებთან?
– საერთოდ, მიმაჩნია, რომ თვითდასაქმებული გიდი არ უნდა არსებობდეს. ტურისტის მომსახურება ერთობ საპასუხისმგებლო საქმეა. ახლა ყველა, ვისაც უნდა, თვითნებურად ირქმევს გიდის სახელს, ან ითავსებს სააგენტოს ფუნქციას. ეს ყოვლად არასწორია. სწორედ ამის დასარეგულირებლად დავაარსეთ ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია, რაც ტურიზმის სექტორში დასაქმებული ხალხის გაერთიანებას გულისხმობს. აქ გვაქვს სპეციალური მოთხოვნა, რომ ყველა ტურისტული მომსახურება გასწიონ ადგილობრივმა ტურისტულმა კომპანიებმა, რომლებიც დაასაქმებენ როგორც გიდებს, ისე სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს. ამასთან, ყველა ის სურვილი უნდა დაკმაყოფილდეს, რისი მოთხოვნაც იმ მომენტში ტურისტს ექნება. მიმაჩნია, რომ ასეთ პერიოდში, როდესაც ყველა სახლში ვართ გამოკეტილები, სახელმწიფომ არ უნდა განასხვავოს, თვითდასაქმებულია თუ არა მოქალაქე, ყველას თანაბარი დახმარება უნდა გაეწიოს.
– თქვენი შეფასებით, რა დრო დასჭირდება ქვეყანას კრიზისის დასაძლევად ?
– ტურისტული კუთხით, ეს მსოფლიოს მდგომარეობაზეა, უპირველესად, დამოკიდებული. ამავდროულად, საჭიროა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა. თუ ეს პროცესი თანმიმდევრულად წარიმართა, ორ წელიწადში ყველაფერი მწყობრში ჩადგება.
– დაბოლოს, თქვენის აზრით, საკმარისია ის დახმარება, რასაც მთავრობა ტურისტული სფეროს ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად გეგმავს?
– ამ ეტაპზე, რასაც სახელმწიფო გვთავაზობს, სრული აბსურდია. უპირველესად, უნდა იზრუნონ ამ ხალხის დასაქმებაზე. უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა, მოეწყოს სათბურები, მცირე საწარმოები, სადაც შეძლებენ ადგილობრივების დასაქმებას. ვიცი ბევრი გიდი, რომელიც დიდი სიამოვნებით იმუშავებს მსგავს ობიექტებზე, რომ ოჯახი არჩინოს.

სულ ნანახია
სულ ნანახია
887
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← ,,ბათუმის მასწავლებლის სახლი – ახალ ამპლუაშია”
  • საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათის დარიგების მეორე ეტაპი 6 მაისს დაიწყება →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • მაისი 2025
  • აპრილი 2025
  • მარტი 2025
  • თებერვალი 2025
  • იანვარი 2025
  • დეკემბერი 2024
  • ნოემბერი 2024
  • ოქტომბერი 2024
  • სექტემბერი 2024
  • აგვისტო 2024
  • ივლისი 2024
  • ივნისი 2024
  • მაისი 2024
  • აპრილი 2024
  • მარტი 2024
  • თებერვალი 2024
  • იანვარი 2024
  • დეკემბერი 2023
  • ნოემბერი 2023
  • ოქტომბერი 2023
  • სექტემბერი 2023
  • აგვისტო 2023
  • ივლისი 2023
  • ივნისი 2023
  • მაისი 2023
  • აპრილი 2023
  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"