,,ბათუმის მასწავლებლის სახლი – ახალ ამპლუაშია”
ირმა ცეცხლაძე: 27 48 93
„პედაგოგებმა ყველა პლატფორმა უნდა გამოიყენონ მოსწავლეებისთვის ცოდნის მისაწვდენად“
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერებისათვის ინტენსიურ ნაბიჯებს დგამს, რათა განათლების სისტემაში შემავალი თითოეული რგოლი, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეები, არ ჩამორჩნენ სასწავლო პროცესს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და „მასწავლებლის სახლი“ პედაგოგის ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია და მის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს. აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) ცდილობს მხარი აუბას მასწავლებელთა დახმარების პროცესს ქვეყნისათვის ამ რთულ დროს. რა კეთდება ამ მხრივ რეგიონში, ამაზე საუბრობს „აჭარასთან“ ინტერვიუში აჭარის განათლების ფონდის ბათუმის მასწავლებელთა სახლის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე.
– ახალი კორონავირუსის პირობებში რა ცვლილებები შეიტანა მუშაობაში თქვენმა უწყებამ?
-ახალი კორონავირუსის აღსაკვეთად გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება დისტანციურ შრომით პირობებს, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლის სახლი დისტანციური შრომის რეჟიმზე გადავიდა. გვაქვს წვდომა განათლების საიტ რომლის საშუალებითაც ვგეგმავთ და ვახორციელებთ რიგ ღონისძიებებს. იგი გათვლილია პედაგოგების ტრენინგებისთვის და პროფესიული უნარ-ჩვევების კვალიფიცირებისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, ელექტრონული საქმის წარმოებაში ვართ ჩართული.
– თანამშრომლებს უმცირდებათ საათები და შრომის ანაზღაურება?
-არა, შრომის ანაზღაურება არ შემცირებულა, რადგან იგივე საათების განმავლობაში და შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო დაძაბული გრაფიკითაც ვმუშაობთ. უბრალოდ, ყველაფერი ეს ხდება ონლაინრეჟიმში, სახლიდან, ინტერნეტის საშუალებით.
– დისტანციური შრომის პირობები ეხება ხელმძღვანელ პირებს?
– დისტანციური შრომის პირობები ეხება აბსოლუტურად ყველას – დირექტორს, მოადგილეებს, ფინანსისტს და ა.შ. თუკი რაიმე საბუთი დაგვჭირდა ან საქმემ მოითხოვა, მაშინ მივდივართ ინდივიდუალურად, მნეს კარებს ვაღებინებთ და ჩვეულებრივად გამოგვაქვს აუცილებელი დოკუმენტაცია.
– ჩატარდა თუ არა დიზინფექცია შენობაში?
– დეზინფექცია ადრევე ჩაატარა სპეციალურმა სამსახურმა. დაიკეტა 2-3- დღით უწყება და დაიწამლა აბსოლუტურად მთელი შენობა, ავეჯი. . . 48 საათის შემდეგ ყველაფერი ეს დალაგდა, დაიწმინდა, თუმცა მალე გადავედით დისტანციურ მუშაობაზე.
– თუ მიმდინარეობს ტრენინგები და რა სახით?
– ტრენინგები ახლა არ მიმდინარეობს, მაგრამ მალე დავიწყებთ. მოგეხსენებათ, 30 აპრილს დასრულდა მასწავლებლების გამოცდების რეგისტრაცია, კიდევ უფრო ადრე – 5-კრედიტიან ტრენინგებზე ონლაინრეგისტრაცია. ამ დღეებში შევთანხმდებით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და მისი შუამდგომლობით, პროფესიული განათლების ეროვნული ცენტრი გადმოგვცემს მოდიფიცირებულ ტრენინგმოდულებს და აჭარაში დარეგისტრირებულ მასწავლებელთა ბაზას.
– აჭარაში რეგისტრირებული მასწავლებელთა ბაზა თქვენ არ გაქვთ?
-არა, იმიტომ რომ რეგისტრაცია ცენტრში მიმდინარეობდა და ჩვენ არ გვქონდა კონკრეტული მონაცემები. საქართველოში, დაახლოებით 19 600 მასწავლებელი დარეგისტრირდა ტრენინგებზე, აქედან რამდენი და ვინ არის აჭარაში რეგისტრირებული, ჩვენ არ ვიცით.
– რამდენად ხარისხიანი იქნება ამ ტიპის სწავლება, პედაგოგები სახლებიდან ჩაგერთვებიან?
– დიახ, პედაგოგი იქნება სახლში, ჩვენ შევეხმიანებით ელექტრონული ფოსტით, ჩავრთავთ ტრენინგისთვის დაკომპლექტებულ ჯგუფში და ვაცნობებთ, რომელ საათზე ჩაერთოს კოორდინატორს. რაც შეეხება სწავლების ხარისხს, თავად მოქმედი მასწავლებელი ვარ. ვატარებ დისტანციურ გაკვეთილებს სასულიერო გიმნაზიაში და მინდა გითხრათ, რომ ამასაც აქვს თავისი პლუსები და მინუსები. დადებითია ის, რომ ძალიან ბევრი ონლაინ რესურსის გამოყენების საშუალება მოგვეცა. ამას ბევრი, ვისაც აუდიტორიაში არ ჰქონდა ინტერნეტი, ვერ ახერხებდა. თან გაკვთილებს უერთდება, ვისაც სურვილი აქვს და შეგიძლია ჩართო უფრო ფართო აუდიტორია.
– ამ დროს რა სახის პრობლემებია მოსალოდნელი?
– შეიძლება „გაჭედოს“ ინტერნეტმა ან სულაც შუქი ჩაქრეს, თუმცა ეს არ არის ახლა მნიშვნელოვანი. მთავარია, მოვერგოთ ამ სიტუაციას და გამოსავალი ვიპოვოთ. ვიმედოვნებთ, მანამდე ჩვენი მედიკოსები ვაქცინასაც შემოგვაშველებენ და დავუბრუნდებით მუშაობის ჩვეულ რიტმს.
– რა პროგრამებს ახორციელებდა თქვენი უწყება, რომელი გამოაკლდა, და რა მიზეზით?
– ჩვენ რამდენიმე სახის აქტივობას ვახორციელებდით მასწავლებელთა სახლში. პირველი იყო პირისპირ ტრენინგი, რომელსაც ამ ეტაპზე ვეღარ ვატარებთ, მეორე – მოწვეული ექსპერტების მასტერკლასები, რომელიც გაუქმდა, თუმცა ეს ღონისძიება ჩანაცვლდება სხვა რეჟიმში. . . და თავისთავად, ვერ მოვახერხებთ უცხოეთში სტაჟირების პროგრამის განხორციელებას, რადგან ფრენები გაუქმდა და საზღვრები ჩაიკეტა.
– თებერვლის ბოლოს ფრანკფურტში მოასწარით თუ არა პედაგოგების სტაჟირებაზე გაგზავნა და როგორ ჩამოიყვანეთ საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, პრობლემები ხომ არ შეგქმნიათ?
– პედაგოგები არ წასულან. კონკურსი ჩავატარეთ, გამარჯვებული გამოვაცხადეთ, მაგრამ. . . უკვე 26 თებერვალს ჩვენთან პირველი ინფიცირებული დაფიქსირდა. მანამდე გერმანიაში, ცერნში (ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში) ფიზიკის მასწავლებლები უნდა წასულიყვნენ, ბილეთები უკვე აღებული გვქონდა, მაგრამ იქიდან უარი გვითხრეს, ვერ მიგიღებთო. შემდეგი კონკურსი იყო ვროცლავში – ისტორია-გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებლების, მაგრამ მივწერეთ პოლონეთს, რომ გადავიტანთ მომავალ წელს. ქიმია-ბიოლოგიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელთა კონკურსი რომელიც სექტემბერში უნდა ჩატარდეს ვარშავაში, არ გავაუქმეთ. მაინც იმედიანად ვართ, იქნებ მანამდე შეჩერდეს მსოფლიო პანდემია.
– რამდენმა მასწავლებელმა გაიარა შარშან სტაჟირება?
– 2019 წელი აქტიური და პროდუქტიული იყო. შარშან მასწავლებელთა სახლმა გადაამზადა 5 715 მსმენელი.
– ახალს რა სთავაზობს თქვენი უწყება პედაგოგებს ამ ვითარებაში?
– ფონდის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აქტივობების ჩამონათვალს (ტრენინგები, მასტერკლასები, ვორქშოფები, სემინარები, უცხოეთში სტაჟირება, სამუშაო შეხვედრები, კონფერენციები) ახლა ვებინარები დაემატა. (ინგლისური “ვებ” + “სემინარი”) – არის ინტერნეტსემინარი. მისი მიზანი, პირველ რიგში, ახალი ცოდნის მიღებაა. დღეს პოპულარული გახდა ვებინარი, რადგან მოსახერხებელია. მსმენელს შეუძლია კომფორტულად იჯდეს სახლში და გაიგოს სიახლეები. თუ ვერ დაესწრო პრემიერულ ჩვენებას, მაშინ მოგვიანებით უყურებს, რადგან ვებინარი ჩაწერილია.
– კიდევ რა უპირატესობები გააჩნია?
– ვებინარის უპირატესობებია: ონლაინ ვიდეო- აუდიო კომუნიკაცია; პრეზენტაციები სლაიდებით; ელექტრონული კოლეგის კომენტარები და განმარტებები; გამოკითხვა, დეკსტოპის დემონსტრირება და მასზე ღია განცხადებები; ჩანაწერი და მრავალჯერადი მაუწყებლობა.
ყველა მონაწილეს შეუძლია ფონდის ფეისბუქგვერდზე განთავსებული, წინასწარ მომზადებული ვიდეოების ნახვა, ტრენერები მოაწყობენ თავიანთი ეკრანის დემონსტრირებას და პრაქტიკული ამოცანების ჩვენებას. თითოეულ მაყურებელს საშუალება აქვს, ქვემოთ დატოვოს კომენტარი. ვებინარის შემდეგ, წამყვანი, როგორც წესი, უყურებს სტატისტიკას და ცდილობს პასუხის გაცემას. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ პედაგოგებს დისტანციური გაკვეთილის ჩატარება.
-როგორ უნდა გავარკვიოთ, როდის და რომელ საგანში ჩატარდება ვებინარი?
– ცალკეული მიმართულებისთვის მოვამზადეთ ყოველკვირეული აფიშა, რომელიც აჭარის განათლების ფონდის ფეისბუქგვერდზე განთავსდება და დაინტერესებულ ადამიანებს წინასწარ ეცოდინებათ, როდის რა ვებინარი გაიმართება. აქვე აღვნიშნავ, რომ ფონდის მხრიდან დაგეგმილი ვებინარები დროული და სწორი აქტივობაა ჩვენი მასწავლებლებისთვის. ეს არის კარგად გათვლილი დამხმარე რესურსი: საგნობრივი + დისტანციური. ზემოთ ვახსენეთ, რომ მასობრივი გამოყენების გამო ინტერნეტი ზოგჯერ ჭედავს. ვებინარს კი ჩაიწერს და სხვა დროს ნახავს. ამასთანავე, აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლის სახლი გეგმავს გააგრძელოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სხვა აქტივობები.
– რას უსურვებდით პედაგოგებს ამ ურთულეს პერიოდში?
– პირველ რიგში, ჯანმრთელობას. მოვუწოდებ, ისხდნენ სახლებში, იყვნენ კრეატიულები, მოიფიქრონ სხვადასხვა გამოსავალი, რათა შედარებით იოლად გადავლახოთ პანდემიის ფონზე განათლების სისტემაში წარმოქნილი სირთულეები. პედაგოგებმა ყველა პლატფორმა უნდა გამოიყენონ მოსწავლეებისთვის ცოდნის მისაწვდენად, რათა დასრულებულად გამოცხადდეს სასწავლო წლის ეს სემესტრი და ბავშვები 2020 წლის სექტემბერში, ნორმალურ ვითარებაში, მომდევნო კლასში დაბრუნდნენ სკოლაში.
ჩემო ძვირფასებო, იყავით მედგრად, მხნედ, გაუძელით ცვლილებებით გამოწვეულ სირთულეებს! ჩვენ, მასწავლებელთა სახლის თანამშრომლები, თქვენს გვერდით ვართ და მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ დაგეხმაროთ ამ პროცესში.
* * *
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი სკოლების პედაგოგებს ტრენინგებზე რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ როგორც ინტერნეტით, ასევე ტელეფონით, საგნობრივი მიმართულების კოორდინატორთან.
• ქართული ენა და ლიტერატურა / განათლების დაწყებითი საფეხური /კლას-კომპლექტში სწავლება – თამარ ორაგველიძე, 577 29-99-47;
• უცხოური ენები /გეოგრაფია, ისტორია / სამოქალაქო განათლება / ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება – სალომე თავართქილაძე, 577 41-85-17; E
• პროფესიული უნარები / განათლების მართვა (ადმინისტრაცია, სკოლის პერსონალი) / ხელოვნება, მუსიკა, სპორტი – ირმა მახარაძე, 599 74-30-08;
• ქიმია, ბიოლოგია / ფიზიკა, მათემატიკა / ინკლუზიური განათლება – თინათინ ციცხვაია, 599 58-58-31;
უცხო ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაციის გავლა მსურველებს შეუძლიათ ონლაინ რეჟიმში, მისამართზე:
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საგნობრივ კოორდინატორებს:
- უცხო ენები (ინგლისური, გერმანული, თურქული, ფრანგული, რუსული და
OE-ის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი)
– თეონა ჩხაიძე, 593 26 57 57; E - კომპიუტერი /ქართული ენა/ აფხაზური ენა – თამარ ბერიძე, 599800717; E

