ჯანდაცვა
დღეს აჭარაში – სამი გამოჯანმრთელებული და არცერთი ინფიცირებული
ბათუმში კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს კლინიკა “მედალფა” სამმა პაციენტმა დატოვა, ისინი ახალი კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდნენ. აქედან ერთმა კოვიდ-19-ზე გუშინ მიიღო უარყოფითი პასუხი. კლინიკა “მედალფაში” რჩება 19 ინფიცირებული.
სულ ნანახია
619
დღეს ნანახია
1