მოვლენების კვალდაკვალ
რისგან ათავისუფლებს ტურიზმის სექტორს მთავრობა?
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
– ტურიზმის სექტორი 2020 წლის ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიას განმარტებით, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების გადასახადები წლის ბოლომდე გადავადდება, შემდეგ კი დააკვირდებიან რას და როგორ გადაწყვეტენ.
– მართალია, ვერავის დავპირდებით საშემოსავლოს სრულ ჩამოწერას, თუმცა გადავადების და შემდგომი ეტაპობრივი გადახდის სქემებზე საუბარი შესაძლებელია, – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი გახარიას ინფორმაციით, ქვეყანა შიდა ტურიზმისთვის 15 ივნისიდან, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის პირველი ივლისიდან გაიხსნება.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 18 მარტიდან ჩაიკეტა.

სულ ნანახია
550

დღეს ნანახია
1