რომელი კატეგორიის ბენეფიციარები მიიღებენ ფულად კომპენსაციებს?
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალური მომსახურების სააგენტო 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად ფულად კომპენსაციებს შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარებზე გასცემს:
მათზე, ვისაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში
რეგისტრირებულ 65 000-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულა აქვთ. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ზემოთ აღნიშნული ქულების მქონე ერთწევრიანი ოჯახები თვეში 70 ლარს, 2-წევრიანი ოჯახები – 90 ლარს, ხოლო ოჯახში, სადაც სამი და მეტი წევრია , საკომპენსაციო თანხა თითოეული წევრისათვის 35 ლარს შეადგენს.
ოჯახებს, რომლებსაც 100 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, მაგრამ ოჯახში 3 ან მეტი 16 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვი ჰყავთ, თვეში 100 ლარს მიიღებენ. ასევე, თვეში 100 ლარს მიიღებენ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, რომლებსაც კომპენსაციის მისაღებად ოჯახის ან პირის მხრიდან რაიმე სახის განაცხადის ან დამატებით დოკუმენტაციის წარდგენა არ დასჭირდებათ. აღნიშნული კატეგორიების ბენეფიციარებს პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად, აღნიშნულ თანხა „ლიბერთი ბანკში“ არსებულ საბანკო ანგარიშებზე ჩაერიცხებათ.
დამატებითი კითხვებისთვის სააგენტოს მითითებული აქვს ტელეფონის ნომერი 1505, რომელზე დარეკვის შემთხვევაში, მიიღებთ პასუხებს თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე