შაბათი, მაისი 28, 2022
სიახლე:
  • მირიან მეტრეველი: მშენებელი მიეჩვია ნებართვების გაცემის სიმარტივეს და ახალ წესებზე გადასვლა უძნელდება
  • ,,მიხარია, რომ ჩვენი ქალბატონები აქცევენ ყურადღებას თავს, ცდილობენ, არ ჩამორჩნენ დროს”
  • რა უნდა ვიცოდეთ ,,მაიმუნის ყვავილზე”
  • ვაშლოვანს ახალი სკოლა დაამშვენებს
  • ძლიერი ოჯახი – ძლიერი ქვეყანა
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
მოვლენების კვალდაკვალ

დღეს 9 მაისია, ფაშიზმზე გამარჯვების დღე

მაისი 9, 2020მაისი 9, 2020

მანანა ძიძიშვილი: 598 24 94 97 –
ვულოცავთ ომგადახდილებს და ყველას, ვისაც ეს დღე ეზეიმება

დღეს 75-ედ ზეიმობს ფაშიზმზე გამარჯვებას მსოფლიო. რამდენი წელიც უნდა გავიდეს, მეორე მსოფლიო ომს მუდამ მოიხსენებენ, როგორც ყველაზე სისხლისმღვრელს, რადგან 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან საქართველომ, ბელორუსიის შემდეგ, პროცენტულად ყველაზე მეტი მსხვერპლი გაიღო. მარტო აჭარიდან მასში 25-ათასამდე მებრძოლი მონაწილეობდა, მათგან ათი ათასზე მეტი დაიღუპა. 12 მებრძოლს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა, მათგან პირველი ისრაფილ ჯინჭარაძე იყო.
ცხოვრება წინ მიდის, წლებს წლები ემატება. სამწუხაროდ, დღითი დღე მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანთა რიცხვი. როგორც აჭარის ომისა და თავდაცვის ძალების გაერთიანება „ომგადახდილის“ გამგეობის თავმჯდომარე დავით ჯიჯავაძემ გვითხრა, ამჟამად საქართველოში მთლიანად 371 ომის ვეტერანი ცხოვრობს, მათგან აჭარაში – 18, მათ შორის ბათუმში – 14, ქობულეთში – 3, ხელვაჩაურში -1. ომის ვეტერანებად (მათთან გათანაბრებულ პირებად) ითვლებიან ასევე მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, ომის შემდგომ გარდაცვლილ ვეტერანთა მეუღლეები. სულ ახლახან მეორე მსოფლიო ომის ორ ვეტერანს – ქობულეთელ ოსმან ცეცხლაძესა (13 აპრილს) და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სატეხიაში მცხოვრებ თამარა კამენცევას (1 მაისს) 100-100 წელი შეუსრულდათ. თამარა კამენცევას იუბილე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა შოთა ყიფიანმა მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. სხვათა შორის, ყველაზე ხანდაზმული ვეტერანი ახალციხეში ცხოვრობს და იგი 107 წლისაა.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, ბათუმელმა ქეთევან ლორიამ ომის შემდგომ ქალაქის ერთ-ერთ სკოლაში პედაგოგად 56 წელი იმუშავა. როგორც ამბობს, მერე ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმო და ახლა ოჯახში შვილთან, რძალთან და შვილიშვილებთან ერთად ხარობს. ასევეა სერგო ტაბაღუა, რომელმაც არაერთი წიგნი მიუძღვნა იმ ბრძოლებს, რომლებშიც თავადაც მონაწილეობდა და საიდანაც გამარჯვებული დაბრუნდა.
ყურადღებით არიან გარემოსილი ჩვენი ვეტერანები. 75 წელია გამარჯვების ზეიმს ერთად აღნიშნავდნენ, მაგრამ წელს ახალი კორონავირუსის პანდემია, ისევე როგორც მთელ მსოფლიოს, მათაც შეეხო. ასაკის გამოც, მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით, სახლში უნდა დარჩნენ. თუმცა მათ უმრავლესობას ხანდაზმულობის გამო გადაადგილება ისედაც უჭირს. ამიტომ საზეიმო ღონისძიება არ ტარდება, მაგრამ ვეტრანებს უყურადღებოდ არავინ ტოვებს. ბათუმის მერია ფაშიზმზე გამარჯვების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე თითოეულ ვეტერანს ფულად საჩუქარს გადასცემს. ისინი ფულადი საჩუქარს მიიღებენ ასევე საქართველოს და აჭარის მთავრობებისგან. ეს თანხა მათ საპენსიო ანგარიშებზე დაერიცხებათ.

ვულოცავთ ომგადახდილებს (და ყველას, ვისაც ეს დღე ეზეიმება) ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ჯანის სიმრთელესა და ხანგრძლივ სიცოცხლეს ვუსურვებთ მათ!

სულ ნანახია
სულ ნანახია
434
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← რომელი კატეგორიის ბენეფიციარები მიიღებენ ფულად კომპენსაციებს?
  • შინმოუსვლელი ძმები – ხალილ და ალი ლომაძეები →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"