პიკი გადავლილია, თუმცა ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
–გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვმა, გადააჭარბა იმათ რაოდენობას, ვინც ამჟამად კოვიდ 19-ის დიაგნოზით სტაციონარში იმყოფება.
მონაცემები ცოტა ხნის წინ შეიცვალა, რომლის მიხედვითაც სტაციონარში 311 ადამიანი მკურნალობს, ხოლო განიკურნა – 317.. 11 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ვირუსი 3 ადამიანს დაუდგინდა, 8 კი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, საქართველოში ამ დრომდე კორონავირუსით ინფიცირება ლაბორატორიულად 638 ადამიანს დაუდგინდა, მათგან სამწუხაროდ, 11 გარდაიცვალა. დარგის სპეციალისტების განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ პიკი გადავლილია, მაგრამ ამავდროულად აფრთხილებენ საზოგადოებას, არ მოადუნონ ყურადღება და გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული რეკომენდაციები.
რაც შეეხება აჭარის რეგიონს, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ აჭარაში მე-11 დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

