პარასკევი, აპრილი 23, 2021
სიახლე:
  • ქართული პოეზიის ფიროსმანი
  • თუ სოფელი გიყვარს…
  • ,, 19 აპრილის შეთანხმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში”
  • ,,საქართველოს წინსვლის გზა” – დოკუმენტზე ხელმოწერით პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია
  • საქველმოქმედო აქცია ფურტიოში
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
მოვლენების კვალდაკვალ

სტომატოლოგიური მომსახურების საფასური შესაძლოა გაიზარდოს

მაისი 13, 2020მაისი 13, 2020

ხატია იაშვილი 591 98 24 26 –

22 მაისიდან გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია ავრცელებს. ასოციაციის პრეზიდენტ ქეთევან გოგილაშვილის განაცხადებით, შესაძლოა, სტომატოლოგიური მომსახურების საფასური გაიზარდოს. მისივე თქმით, კლინიკებმა მუშაობა რომ განაახლონ, საჭიროა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგი, რისი ღირებულებაც გაძვირებულია.

„იმისათვის, რომ სტომატოლოგიურმა კლინიკამ განაახლოს მუშაობა, ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, რომ ჰქონდეს, მაგალითად, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ორი კვირის მარაგი. მისი ფასი კი 100 პროცენტით კი არა, 400-ით არის გაზრდილი. ეს ფასი მხოლოდ ჩვენი კი არა, მსოფლიო პრობლემაა. აქედან გამომდინარე, მაგალითად, ერთი პაროდონტოლოგიური პაციენტის მიღების დროს, საშუალოდ, 50 ლარამდე იზრდება მხოლოდ ეკიპირების ფასი“, – აცხადებს ქეთევან გოგილაშვილი.
ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, დღესდღეობით ერთიანი მიღებული ფასი, რომლითაც ყველა კლინიკა მუშაობს, არ არსებობს.

„ზოგი – მაღალი, ზოგი – საშუალო, ზოგი დაბალი ფასებით მუშაობს, მაგრამ იგივე ფასითაც რომ დატოვო ყველაფერი, მხოლოდ ეკიპირება აძვირებს მომსახურების ღირებულებას. ჩვენ ვაპირებთ, განცხადებით მივმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს. არ ვიცი, პასუხი როგორი იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩინეთიდან ჩამოსული დიდი რაოდენობის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებიდან რაღაც სტომატოლოგიურ დაწესებულებებსაც გადაეცემა“, – ამბობს ასოციაციაციის პრეზიდენტი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, შემუშავდა გარკვეული მოთხოვნები გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების აღდგენასთან დაკავშირებით. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შეიმუშავა სპეციალური განაცხადის ფორმა და ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სტომატოლოგიური დაწესებულებები.
სტომატოლოგიურმა კლინიკებმა უნდა შეავსონ განაცხადი და გადაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე – რეგულირების სააგენტოსა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები შემოსული განცხადებების საფუძველზე დაიწყებენ სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგს.

სულ ნანახია
სულ ნანახია
191
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← გაგრძელდება თუ არა სესხებზე დაწესებული 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი?
  • ბათუმში იშვიათი მეან-გინეკოლოგიური ოპერაცია ჩატარდა →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"