აჭარაში – მე-14 დღე ინფიცირების ახალი შემთხვევის გარეშე
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 391 ლაბორატორიული კვლევის შედეგი ახალ კორონავირუსზე უარყოფითია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 20 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობის კურსს გადის 4 კოვიდ-19-ით დაავადებული.
ჯამში, ახალი კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 60-მა პაციენტმა.
30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა.
რეგიონში კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევა დადასტურდა 14 მარტს (იმპორტირებული). დღემდე რეგიონში ახალი კორონავირუსი დაუდგინდა71 ადამიანს.
აჭარაში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 2 პაციენტი.
დღეს არსებული მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 1438 პირი. ჯამში, კარანტინი დატოვა 5555-მა პირმა.