ნათია თურნავა: ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყანასთან უსაფრთხო კორიდორის წესების შემუშავებაზე
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
– ვიმედოვნებ, რომ სულ უფრო მეტი ქვეყანა დაასახელებს საქართველოს ერთ-ერთ პირველ ქვეყნად, სადაც მათი ქვეყნის ტურისტები ჩავლენ, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ მთავრობა აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ქვეყნის ტრანსპორტისა და ტურიზმის მინისტრებთან უსაფრთხო კორიდორის წესების შემუშავების საკითხზე:
– სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის სამთავრობო სტრუქტურებმა საქართველო დაასახელეს იმ ქვეყნებს შორის, სადაც ვარაუდობენ, რომ შედარებით ნორმალური ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მათი ტურისტები ჩავლენ. ჩვენ ასევე, ვაგრძელებთ საუბრებს სხვა ქვეყნებთან და აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიმართ ასევე, იჩენენ ყურადღებას, როგორც უსაფრთხო ქვეყნის მიმართ – პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, იგეგმება კომუნიკაცია საფრანგეთთან. აღნიშნულ ჩამონათვსლში ასევე, იგულისხმება
ბალტიის ქვეყნები და რეგიონის ქვეყნები, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე ინფორმაციით, უკვე 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ გამოთქვა მზაობა, რომ საქართველოსთან ფრენები აღადგინონ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერის განცხადებით, 15 ივნისიდან საქართველო ადგილობრივი ტურისტებისთვის, ხოლო 1 ივლისიდან უცხოელი ტურისტებისთვისაც გაიხსნება. მისივე ინფორმაციით, პირველი ქვეყანა, საიდანაც ტურისტებს მივიღებთ და რომელთანაც ქვეყანას უსაფრთხო, მწვანე კორიდორი ექნება, ისრაელია.

