ტურიზმის დეპარტამენტმა ონლაინშეხვედრა გამართა
ხატია იაშვილი: 555 18 48 88 –
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და ბათუმში მოქმედი ტურიზმის კომპანიების წარმომადგენლებს შორის ვიდეო შეხვედრა გაიმართა თემაზე „კოვიდ D-19-ის გავლენა – ტურიზმის ინდუსტრიაზე“.
შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, როგორ მართონ ტურიზმში არსებული კრიტიკული მდგომარეობა და აქტიურად აამოქმედონ შიდა ტურიზმი. ასევე განიხილეს, როგორ ისარგებლონ ტურიზმის სფეროში დასაქმებულებმა სხვადასხვა პროგრამით და შეღავათით. აქვე ისაუბრეს ტურიზმის სფეროში განხორცილებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.
-ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ კრიზისის დაძლევის გზებზე. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს აქვთ სხვადასხვა პრობლემა, რამაც პანდემიის დროს იჩინა თავი. ძირითადად, ეს იყო ფინანსური საკითხები, თანამშრომელთა ხელფასები, იჯარის გადასახადი და ასე შემდეგ. . . მთავრობის დახმარება ამ კუთხით მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან უმეტესობის აზრით, საჭიროა იაფი კრედიტების გაცემა. ამით შენარჩუნდება სტაბილურობა, კონკურენტიან გარემოში ყველას თანაბრად შეეძლება მუშაობის გაგრძელება, – გვითხრა საერთაშორისო საგამოფენო კომპანია ,,ჯეონეტ ექსპოს’’ დირექტორმა ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ ტურიზმის კომპანიების წარმომადგენლების კითხვებს ამომწურავად უპასუხა და განაცხადა, რომ მომავალშიც გაიმართება მსგავსი შეხვედრები, რომელზეც ინფორმაციას მიაწვდის ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს.

