შაბათი, აპრილი 17, 2021
სიახლე:
  • „ბულვარი ჩვენია“ – აქცია აჭარის მთავრობასთან
  • ,,პრიმავერა” – გამოფენა ხელოვნების მუზეუმსი
  • ,,გწამდეთ და იხილავთ სიყვარულს ნათელ ფერებში”
  • დაბაძველი არ ძველდება
  • ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
სხვადასხვა

კინორეჟისორებო, ეს შემოთავაზება თქვენთვისაა!

მაისი 15, 2020მაისი 15, 2020

ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –

დამწყებ თუ პროფესიონალ რეჟისორებს, ასევე, კინომოყვარულებს საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. კონკრეტულად, საუბარია „ბიაფისთვის” ახალი სექციის – დამატებაზე, რომელიც გულისხმობს იზოლაციის პირობებში დანახული სამყაროს ასახვას მოკლემეტრაჟიან ფილმში. ცხადია, რომ პანდემიამ სრულებით შეცვალა თითოეული ადამიანის ყოველდღიურობა, თუმცა, შემოქმედი ადამიანები, ხშირად, მსგავს გამოწვევას ახალ იდეებს, ახალ ინსპირაციებს უპირისპირებენ. „ბიაფის” შემოთავაზება დროული და საინტერესო სწორედ ასეთი, შემოქმედებით ძიებაში მყოფი, ხელოვანებისთვისაა. როგორც ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური გვერდის ინფორმაციაში ვკითხულობთ, წარსადგენი ფილმები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
თემატიკა – იზოლაციის პირობებში დანახული სამყარო, რაც სხვადასხვა ფორმით შეიძლება იყოს გადმოცემული – კინოესეები ადაპტაციის ფორმებსა და გზებზე არსებულ რეალობაში, „ეპისტოლარული კინოს“ მეთოდების ძიება (ვიზუალური რებუსები), სხვადასხვა გარემოში გადაღებული უცნაური რეპორტაჟები;
ფილმის გადაღების პერიოდი – სასურველია 2020 წლის მარტი- ივნისი;
ქრონომეტრაჟი – 1 წუთიდან 5 წუთამდე;
ფორმატი – HD ხარისხი.

აღნიშნულ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ფესტივალის მენეჯმენტისგან 20 მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეირჩევა, რომლებიც წარდგენილი იქნება B 2020-ის სპეციალურ საკონკურსო სექციაში –
რაც შეეხება შეფასების სისტემას, მას რამდენიმე ნომინაციაში როგორც ჟიური, ასევე აუდიტორია შეაფასებს.
საკონკურსო სექცია -ს ნომინაციები ასე გამოიყურება:

  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი;
  • საუკეთესო ორიგინალური იდეა/სცენარი;

– აუდიტორიის/მაყურებლის პრიზი – ამ კატეგორიაში გამარჯვებული გამოვლინდება მაყურებელთა ხმების უმრავლესობით, რისთვისაც ფილმები განთავსდება ონლაინსივრცეში – კინოფესტივალის არხებზე და მაყურებლებს საშუალება ექნებათ, ხმა მისცენ ე.წ. ლაიქის მეშვეობით.
როგორც ცნობილია, ბათუმის საავტორო კინოს XV საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება 13-20 სექტემბერს იგეგმება. „ბიაფის” ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი, ოფიციალური პარტნიორი – ბათუმის მერია.
– ამ სექციის დამატების იდეა ახალმა რეალობამ გვიკარნახა. ფაქტობრივად, რამდენიმე თვეა, ადამიანებს უწევთ იზოლაციის, შეზღუდვების რეჟიმში ცხოვრება, რასაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს მათ ცხოვრებაში, გარემოსთნ ურთიერთობაში. შესაბამისად, ჩვენი აზრით, ეს პერიოდი, სიტუაცია საკმაოდ საინტერესო გამოწვევა შეიძლება იყოს ხელოვანებისთვის, განსაკუთრებით, კინორეჟისორებისთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ, შემოგვეღო ახალი სექცია, რაც ამ პერიოდში და ამ თემატიკის გარშემო გადაღბულ მოკლემეტრაჟიან ფილმებზე იქნებოდა ფოკუსირებული. ვთვლით, რომ მაყურებლისთვისაც ძალაინ საინტერესო იქნებაა მ სექციაში წარმოდგენილი ფილმები. მათი მიღება კვირაზე მეტია, რაც დავიწყეთ და 20-მდე ფილმია
უკვე შემოსული, – გვითხრა საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის მენეჯერმა ზვიად ელიზიანმა.

სულ ნანახია
სულ ნანახია
698
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← რა შემთხვევაში ეკრძალება დამსაქმებელს სტაჟიორის შრომის გამოყენება?
  • სკოლებში სწავლება სამ ეტაპად დამთავრდება →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"