მირდატ ქამადაძე: მერმა არ ისურვა პოლიტიკურ ოპონენტებთან საუბარი
ნანა აბულაძე 577 20 35 90 –
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის პარტიის ოფისში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მირდატ ქამადაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც მან ბათუმის მერისგან მათი შეთავაზების პასუხად მიღებულ წერილობით პასუხზე ისაუბრა:
– დღეს, ფრაქციის სხდომაზე მოწვეული გვყავდა ქ.ბათუმის მერი ბატონი ლაშა კომახიძე. იგი, სამწუხაროდ, არ მობრძანდა და წერილობით გვაცნობა, რომ თვის ბოლოს გეგმავს საგანგებო ბიუჯეტის წარმოდგენას, მანამდე კი იგი საკრებულოს წევრებს შეხვდება. ამ ფაქტმაც ცხადყო, რომ ბათუმის საკრებულო სულიკო თებიძისა და „ქართული ოცნების” ხელში იქცა ნომინალურ ინსტიტუტად და მას არავითარი მაკონტროლებლის ფუნქცია აღარ გააჩნია.
ასევე სამწუხაროა, რომ მერი ვერ დადგა პარტიულ ინტერესებზე მაღლა და არ ისურვა პოლიტიკურ ოპონენტებთან საუბარი.
თუ ნამდვილად საქმიანი შეხვედრა სურდა ბატონ ლაშას, იგი უნდა მობრძანებულიყო დღევანდელ სხდომაზე, თუმცა, როგორც ჩანს, იგი აპირებს საკრებულოს წევრებთან შეხვედრა გამართოს მხოლოდ შეხვედრისთვის და არ აპირებს შინაარსობრივ საუბარს. წინააღმდეგ შემთხვევაში მერი მობრძანდებოდა დღეს ფრაქციის სხდომაზე, გავცვლიდით აზრებს და ამის საფუძველზე მომზადდებოდა საგანგებო ბიუჯეტი, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.