„ლელო“ სისხლის უანგარო დონაციის აქციას შეუერთდა
ხატია იაშვილი: 555 18 48 88 –
სისხლის უანგარო დონაციის აქციას – «გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!» სისხლის ბანკი – შპს ,,ჰემა 2012″ -ის თხოვნით, დღეს ,,ლელო საქართველოსთვის” აჭარის ოფისის წევრები ბათუმელებთან ერთად შეუერთდნენ. აქციის მიზანია, პარტიის წარმომადგენლები დაეხმარონ სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებას სისხლის მარაგის შევსებაში.
,,ლელოს“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო საქართველოს კლინიკებში სისხლის დეფიციტია. ,,პაციენტებსა და კლინიკებს რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერა სჭირდებათ. ამიტომაც ეს არ არის პოლიტიკური, შეხედულებების თუ განსხვავებების საკითხი. სისხლი უნდა გაიღოს ყველამ, ვისაც აქვს სხვისი გადარჩენის სურვილი და შესაძლებლობა.
ადამიანის სიცოცხლე და მისი გადარჩენა არის უზენაესი, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, – აღნიშნა მან.
,,ლელო საქართველოსთვის” აჭარის ოფისის წევრები მზად არიან, მსგავს აქციებს მომავალშიც შეუერთდნენ.