ბათუმის ბოტანიკური ბაღი ვიზიტიორებისთვის ღიაა
ხატია იაშვილი: 555 18 48 88 –
ბათუმის ბოტანიკური ბაღი ვიზიტიორებისთვის დღეს გაიხსნა. დამთვალიერებლებს ბაღის მონახულება 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეძლებათ.
ბაღის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბაღი ვიზიტიორებს სრულ სერვისს ამ ეტაპზე ვერ შესთავაზებს. დამთვალიერებლები ვერ ისარგებლებენ ელექტრომობილებით და გიდის მომსახურებით.
რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, აქ ამბობენ, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია დაცული იქნება.
შეგახსენებთ: ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ობიექტი თითქმის 2 თვე იყო დახურული.
ბაღის დათვალიერების საფასური საქართველოს მოქალაქისათვის 8 ლარია, სტუდენტებისა და პენსიონერებისთვის – 2 ლარი, 16 წლამდე მოზარდებისა და ბავშვებისთვის კი 1 ლარი.

