შაბათი, აპრილი 17, 2021
სიახლე:
  • „ბულვარი ჩვენია“ – აქცია აჭარის მთავრობასთან
  • ,,პრიმავერა” – გამოფენა ხელოვნების მუზეუმსი
  • ,,გწამდეთ და იხილავთ სიყვარულს ნათელ ფერებში”
  • დაბაძველი არ ძველდება
  • ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
საზოგადოება

პლაჟზე ხალხმრავლობაა – ზღვის წყლით ახალი კორონავირუსი არ გადადის

მაისი 16, 2020მაისი 16, 2020

ხატია იაშვილი: 555 18 48 88 –

ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ბათუმში, პლაჟზე მომრავლდნენ რუჯის მოყვარულები. მოქალაქეები ზღვაში შესვლასაც არ ერიდებიან და ამბობენ, რომ წყალი საკმაოდ თბილია.

– როგორც ვიცი, აჭარაში, უკვე ორი კვირაა, ვირუსით ინფიცირებული არ გვყოლია. ამიტომ შიში აღარ მაქვს და ორი დღეა რუჯის მისაღებად პლაჟზე გამოვედი. ვიცავ დისტანციას და ჯანდაცვის მესვეურთა სხვა რეკომენდაციებს. იმედია, მალე ყველაფერი დამთავრდება, – გვითხრა მოქალაქე ნინო გორგაძემ.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის თქმით, ახალი კორონავირუსის გავრცელების მხრივ ზღვის წყალი საშიში არ არის. „ბევრჯერ ითქვა ეს და ბანაობა სახიფათო არ არის. რეკომენდაციაა, რომ დაიცვან დისტანცია. ჯერ მსოფლიოში გამოცდილება ამ კუთხით ძალიან მწირია, ველოდებით, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაც იქნება ზღვაზე მოქცევის პროტოკოლი შემუშავებული, რითაც ვიხელმძღვანელებთ. ამ დროისთვის მაინც ვურჩევ მოქალაქეებს, დიდხანს ნუ გაჩერდებიან სანაპიროზე“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
კლინიკა „მედალფას“ რეგიონულმა მენეჯერმა, ინფექციონისტმა ლევან ანთაძემ განმარტა, თუ რამდენად უსაფრთხოა ახლა ზღვაში ბანაობა და რა უნდა გაითვალისწინონ სანაპიროზე გასულმა მოქალაქეებმა. „ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ ზღვაში ბანაობა რაიმე საფრთხის შემცველია. ზღვის წყლით ახალი კორონავირუსი არ ვრცელდება“, – აღნიშნა ლევან ანთაძემ.

ზღვის წყალის ტემპერატურა ამჟამად +17 გრადუსია.

სულ ნანახია
სულ ნანახია
344
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← „ლელო“ სისხლის უანგარო დონაციის აქციას შეუერთდა
  • „ბიბლიოთეკის კარი დაიხურა, მაგრამ მაინც მკითხველთან ვრჩებით“ →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"