მაღალმთიან აჭარას კიდევ ერთი ახალი ტურისტული მარშრუტი შეემატება
ხატია იაშვილი: 555 18 48 88 –
მთიან აჭარაში ტურისტული პროდუქტების განვითარება გრძელდება.
ამჯერად, ახალი ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა ჩირუხის მთაზე მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო პროექტით შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას გეგმავს.
ამ ეტაპზე, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფცია მუშავდება, რის შემდეგაც ტურისტული პროდუქტის ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე, მისი მართვისა და მენეჯმენტის გეგმა მომზადდება.
ჩირუხი გახდება -მიმზიდველი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის. ამ მარშრუტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში განხორციელდება, – აღნიშნა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.
ჩირუხის მთა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ტურიზმის დეპარტამენტის უფროსთან და შუახევის მერთან ერთად დაათვალიერა. ცნობისთვის: ჩირუხის მთა ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს.

