რა სიახლეს გვიმზადებს „ფეისბუქი” ?
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მსოფლიოში შექმნილი პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ახალ შესაძლებლობას ჰპირდება თავისი ქსელის მომხმარებლებს. საუბარია სამ მიმართულებაზე, რაზეც გუნდთან ერთად მუშაობს. კონკრეტულად, მათი მიზანია ადამიანებს ერთმანეთთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებაში დაეხმარონ, გააუმჯობესონ ჯანდაცვის სფეროს კომუნიკაცია და აღადგინონ ეკონომიკა, განსაკუთრებით, მცირე ბიზნესებისთვის. ცუკერბერგმა დააანონსა, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოებას შეეძლება ვიდეოჩართვების ახალი სერვისით ისარგებლოს, ანუ შესაძლებელი იქნება მთელი ოჯახი, ან დიდი ჯგუფი შემოიკრიბოთ საუბრისას. ვიდეოოთახების კუთხით, ასევე დაანონსდა ახალი პროდუქტი − რომლის იდეა მარტივია: ქმნი ოთახს ნებისმიერი აქტივობისა თუ ღონისძიებისთვის, უგზავნი ე.წ ლინკს მეგობრებს და იწყებ საუბრებს.
რაც შეეხება მცირე ბიზნესის საქმიანობის ხელშეწყობას, „ფეისბუქი” ადამიანებს დაეხმარება ნივთების ყიდვაში ან პირდაპირ აპლიკაციებით სერვისის მიღებაში.
როგორც ცუკერბერგმა განაცხადა, თავის გუნდთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ახალი და საინტერესო პროდუქტების შექმნა განაგრძონ, რათა „ფეისბუქი” კიდევ უფრო მოქნილი და საინტერესო გახდეს მომხმარებლისთვის.