შაბათი, აპრილი 17, 2021
სიახლე:
  • „ბულვარი ჩვენია“ – აქცია აჭარის მთავრობასთან
  • ,,პრიმავერა” – გამოფენა ხელოვნების მუზეუმსი
  • ,,გწამდეთ და იხილავთ სიყვარულს ნათელ ფერებში”
  • დაბაძველი არ ძველდება
  • ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
მოვლენების კვალდაკვალ

17 მაისს საქართველო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს

მაისი 17, 2020მაისი 17, 2020

ხატია იაშვილი: 555 18 48 88 –

ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები მტკიცე იყოს, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა.
„ერთი კვირა გრძელდებოდა დღესასწაული, რაც საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლისა და ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ შევთხოვდით ღვთისმშობელ დედას, რომ წყალობა მოეღო საქართველოსთვის. დღეს არის ოჯახის სიმტკიცის დღესასწაული. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები მტკიცე იყოს, ქრისტიანული იყოს, მორწმუნე იყოს, სადაც სარწმუნოებაა ჭეშმარიტი, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია. დღეს მთელი საქართველო ქრისტიანია. ჩვენ ვმადლობთ უფალს, ვმადლობთ წმინდა სამებას. წმინდა სამებამ ააშენა ეს წმინდა ტაძარი. წმინდა სამებამ დაამტკიცა ქართველი ხალხი. მე მინდა, მოგილოცოთ ეს დალოცვილი დღე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვერავითარი უარყოფითი ძალა ვერ სძლევს საქართველოს სიყვარულსა და სიხარულს. საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე, ეს ჩვენი ბედია, ეს ჩვენი ჯილდოა. ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი. დალოცვილი იყავით. გაიხარეთ“, – ბრძანა პატრიარქმა.
საზეიმო წირვის შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ოჯახები, დედაქალაქი და მთელი საქართველო დალოცა. სასულიერო პირებმა ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოიარეს თბილისის ქუჩები და დალოცეს მოსახლეობა, ავტოკოლონით მსვლელობა კი 13:00 საათზე დაიწყო სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიიდან.

ილია მეორემ ეს დღესასწაული 2014 წელს დააწესა, 2013 წლის 17 მაისს სასულიერო პირებისა და მრევლის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობრივი დარბევის შემდეგ.
ამ დღეს მსოფლიო და საქართველოც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს აღნიშნავს.

სულ ნანახია
სულ ნანახია
178
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← მარტივად გადაამოწმეთ, ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში
  • მაღალმთიან აჭარას კიდევ ერთი ახალი ტურისტული მარშრუტი შეემატება →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"