დღეიდან მოქალაქეებს მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შეუძლიათ
ხატია იაშვილი: 555 18 48 88 –
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სერვისების ეტაპობრივი განახლება დაიწყო. მოქალაქეებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისითაც. აღდგა ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისიც. რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლობის, მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, სახელმწიფო საზღვრის კვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე განაცხადები მხოლოდ ელექტრონულად მიიღება. სატრანსპორტო საშუალების საბაჟო და სარეგისტრაციო მომსახურება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება. მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, სერვისების მისაღებად ადგილზე გამოცხადდნენ პირბადით. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ განაახლა შეზღუდული სერვისების მიწოდება. აღდგა ყოველდღიური სამუშაო რეჟიმი. აგრეთვე, შესაძლებელია, მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება იმ პირებისათვის, ვისაც ჩაბარებული აქვს შესაბამისი თეორიული გამოცდა. აგრეთვე, შესაძლებელია სანომრე ნიშნების შეცვლა. მომსახურების სააგენტო მოქალქეებს მოუწოდებს, დაიცვან მთავრობის მიერ დაწესებული რეკომენდაციები და გამოცხადდენ პირბადეებით,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმედა მაკასარაშვილმა.