მილიონი დოლარი – მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
ჯანდაცვის სისტემის უკეთ აღჭურვა, ჯანდაცვის, სოციალური და სხვა მუშაკების, ასევე მათი ბენეფიციარების სამედიცინო აღჭურვილობით უზრუნველყოფა, ღარიბი და მოწყვლადი ჯგუფების სასოფლო-სამეურნეო საშუალებებით შიდა მეურნეობების დახმარება, ხანდაზმული პირების, ბავშვების, ორსული და მეძუძური დედებისთვის აუცილებელი სამედიცინო სერვისების მიწოდება, განათლებასა და ბავშვთა სოციალური დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ბავშვებზე ძალადობის პრევენცია – ეს მცირე ჩამონათვალია იმ მიმართულებებისა, რომლებსაც გაეროს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მილიონი დოლარი მოხმარდება. როგორც ცნობილია, გაეროს მიერ დასახელებულ 46 ქვეყანას შორის, რომელსაც ახალი კორონავირუსის მიერ გაჩენილი სოციალ-ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად თანხას გამოუყოფს, საქართველოც მოხვდა:
– ახალ კორონავირუსთან ბრძოლის კვალდაკვალ ჩვენი უმთავრესი მიზანი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა და ვირუსის გავრცელების შეჩერებაა, ასევე, კოვიდD-19-ით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების დაძლევა და ეკონომიკის მდგრადი და შეუქცევადი აღდგენა. ვაფასებთ ყველა საერთაშორისო პარტნიორის მხარდაჭერას გლობალური პანდემიიდან გამოსვლასა და პოსტკრიზისული განვითარების ხელშეწყობაში, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა.