ხატია იაშვილი: 555 184 888 –
ბათუმი პირველი ივლისიდან ტურისტების მისაღებად ემზადება, – ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ზღვისპირა ქალაქი აპირებს, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი მიმართულება იყოს, რომელიც საერთაშორისო ტურისტებისთვის გაიხსნება.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად მუშაობენ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის და გეგმავენ, საერთაშორისო ვიზიტიორებს ივლისიდან უმასპინძლონ. პანდემიის მართვის გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი – ტურიზმის სექტორის დახმარებას გულისხმობს. ეს გეგმა მოიცავს როგორც სუბსიდიას, ასევე შეღავათებს გადასახადებზე. ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე სასტუმრო კარანტინის ზონად იქცა და როდესაც საქართველოს მოქალაქეები ვირუსით დაზარალებული ქვეყნებიდან ბრუნდებიან, 14-დღიან სავალდებულო კარანტინს სწორედ აქ გადიან. ზომები, რომელიც ქვეყანამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიიღო, განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა. საქართველოს ვირუსისგან სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი აქვს. 15 მაისს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას არ გეგმავენ. საგანგებო რეჟიმი, მათ შორის, საყოველთაო კარანტინი, რომელიც საღამოს 9 საათიდან დილის 6-მდე გადაადგილებას ზღუდავს, 22 მაისს უნდა მოიხსნას. ეს საშუალებას მისცემს საქართველოს, მწვანე შუქი აუნთოს შიდა ტურიზმს 15 ივნისიდან, ხოლო პირველი ივლისიდან საზღვრები გახსნას საერთაშორისო ტურისტებისთვის“, – წერს ავტორი, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სიტყვებიც მოჰყავს.
„აქამდე, ტრადიციულად, გვიცნობდნენ როგორც სტუმართმოყვარე ქვეყანას. ახლა მსოფლიო გაგვიცნობს როგორც უსაფრთხო დანიშნულების ადგილს. ჩვენ გვინდა, ეს უპირატესობა, რომელიც ქვეყანამ პანდემიასთანბრძოლის პირობებში მოიპოვა, გამოვიყენოთ“, – აცხადებს ნათია თურნავა.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ქვეყანამ ახალი სლოგანი შეიმუშავა: “საქართველო – უსაფრთხო მიმართულება” .
გამოცემა ასევე წერს, რომ ქვეყანა მწვანე სივრცეებს ქმნის – მათ შორის აჭარის რეგიონში. აქვე მოჰყავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებაც, რომლის თანახმად, პლაჟზე სოციალური დისტანციის დაცვის საკითხი გაკონტროლდება.
„როდესაც ვიზიტიორები ბათუმს სტუმრობენ და სუბტროპიკული ზაფხულით ტკბებიან სანაპიროზე, ეს ქალაქი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მზე. შესანიშნავი ცათამბჯენები ეკონომიკის ზრდის ის შთამბეჭდავი მაჩვენებელია, რომელსაც ქვეყანამ ბოლო წლებში მიაღწია. ბათუმში დღეების გატარებამ შესაძლოა, დაგარწმუნოთ, რომ კორონავირუსი არასდროს ყოფილა. წელს, ალბათ შეზღუდული იქნება თქვენი მიმართულებების არჩევანი, თუმცა საქართველო და შავი ზღვის სანაპირო ბიზნესისთვის ღიაა და აქ სტუმრობისთვის ახლა საუკეთესო დროა“, – წერს გამოცემა.