შაბათი, იანვარი 16, 2021
სიახლე:
  • საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 1 236 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 84 – აჭარაში
  • საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 1177 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 52 – აჭარაში
  • 20 GB მობილური ინტერნეტპაკეტი 10 ლარად – შეღავათი მოსწავლეებს და მასწავლებლებს
  • სიკეთე გადამდებია – დავეხმაროთ შეჭირვებულ ოჯახებს
  • შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობას მიმართავს
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
სხვადასხვა

ოსმან მჟავანაძე: რაც შეიძლება მალე უნდა გაიხსნას სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი

მაისი 19, 2020მაისი 19, 2020

ხატია იაშვილი: 555 184 888

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან–მჟავანაძემ თურქეთის ბეჭდურ და ონლაინგაზეთებს ინტერვიუ მისცა, სადაც ორი ქვეყნისთვის სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,აუცილებელია, რაც შეიძლება მალე გაიხსნას სარფის სასაზღვრო პუნქტი. ჩაის სეზონი იწყება, ადამიანები კი, რომლებიც სეზონურად თურქეთში სამუშაოდ მიდიოდნენ, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. თურქეთის და საქართველოს ერთად დგომით და მუშაობით, ვიმედოვნებ, მალე გაიხსნება საზღვარი. ვფიქრობ, კოვიდ-19-ის სწრაფი ტესტით, შემოწმებით, სოციალური დისტანციის დაცვით და ჩაის კრეფისას ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნორმების გათვალისწინებით, შესაძლებელია მუშაობის მსურველების ორგანიზებულად ჩამოყვანა თურქეთში“ , – აღნიშნა ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ.
ასოციაციის ხელძღვანელმა, ასევე, ისაუბრა ბიზნესის განვითარებასა და სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე.
„ჩვენ, ასოციაციის წევრებთან ერთად, ვაწყობთ ვიდეოშეხვედრებს და განვიხილავთ, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ სამომავლოდ ბიზნესისთვის და, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის. დიახ, მთავრობასთან და სხვადასხვა კომპანიასთან მიმდინარეობს კონსულტაციები. პირველ რიგში, ყველამ ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ არ დავაზარალოთ ჩვენი საზოგადოება, თითოეული კომპანია თანამშრომლის შენარჩუნებას უნდა შეეცადოს. ეს ვირუსი ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ. უპირველესად, აუცილებელია, სოფლის მეურნეობის განვითარება და იმ სამომხმარებლო პროდუქტის წარმოების სუბსიდირება, რისი დეფიციტიც უკვე გაჩნდა. ვეცდებით, პანდემიის პირობებშიც, სახელმწიფოს მხარდაჭერით გავაგრძელოთ ინვესტიციების მოზიდვა. რაც შეეხება სოციალურ პასუხისმგებლობას, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მთავრობასთან ერთად ადრეც ვეხმარებოდით და ახლაც ვეხმარებით მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს, ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი მხარში დგომა სჭირდებათ“ , – აცხადებს ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე.

სულ ნანახია
სულ ნანახია
301
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← ბათუმის ბულვარში გამწვანების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმზე გადადის
  • 20 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ყველა სახის ამანათის შეგზავნა განახლდება →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"