მხოლოდ ტაქსებით ვერ გადავადგილდებით სამზე მეტი
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
„ჩვენ ვიმსჯელეთ და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ კარგად ცნობილი შეზღუდვა ერთი ავტომობილით მხოლოდ სამი ადამიანის მგზავრობის შესახებ, მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდეს და სხვა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის გაუქმდეს, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. მისივე თქმით, აღნიშნული წესი 23 მაისიდან ამოქმედდება.
საზოგადოების მხრიდან ხშირად ისმებოდა კითხვა და არალოგიკურსაც უწოდებდნენ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ფაქტია, რომ წესის ამოქმედებისას და დღესაც, აკრძალვის მთავარი მიზეზი ტაქსისტების უსაფრთხოების დაცვაა, რომლებსაც დღის განმავლობაში არაერთ მგზავრთან აქვთ კონტაქტი. მანქანით სამ კაცზე მეტის გადაადგილებისთვის ჯარიმა 3000 ლარი იყო. თითქმის ორი თვის განმავლობაში ოჯახის წევრები ცალ-ცალკე მგზავრობდნენ ავტომანქანებით, თუმცა ხვალიდან, რაოდენობასთან დაკავშირებული შეზღუდვა მოიხსნება. ამასთან, როგორც ცნობილია, უქმდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათიც.