მოვლენების კვალდაკვალ
ცხრა მეზღვაური მეკობრეების ტყვეობისგან უკვე თავისუფალია
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
21-დღიანი ტყვეობის შემდეგ 9 ქართველი მეზღვაური თავისუფალია. ისინი მალე სპეციალური რეისით სამშობლოში დაბრუნდებიან, – აღნიშნულ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 30 აპრილს მეკობრეებმა 10 ადამიანი გაიტაცეს, მათ შორის, 9 ქართველია.
-ჩვენს მეზღვაურებს ვულოცავთ გათავისუფლებას და მადლობას ვუხდით გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს, რომლებიც ამ მძიმე სიტუაციაში იჩენენ სამაგალითო სიმშვიდეს და ამით მნიშვნელოვნად გვიწყობენ ხელს მუშაობაში. სახელმწიფომ, გემთმფლობელთან ერთად, ყველა ბერკეტი გამოიყენა და მეზღვაურები 20-დღიანი ტყვეობის შემდეგ თავისუფლები არიან. უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება მათი უსაფრთხოდ დაბრუნება სამშობლოში. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ნებართვების მისაღებად და ნიგერიიდან მათ დასაბრუნებლად. პროცესში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჩვენ უშუალო კონტაქტზე ვართ ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან. ყველა შესაბამისი ღონისძიება ტარდება, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს და ყველა ფორმალური პროცედურა უმოკლეს დროში გავიაროთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მეზღვაურების ტყვეობიდან უსაფრთხოდ დახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის გემთფლობელ კომპანიას და მადლობას ვუხდით მათ გაწეული ძალისხმევისთვის, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.
სააგენტოს ინფორმაციით,
უკვე საქართველოშია ის ოთხი ქართველი მეზღვაური, რომელიც მეკობრეების ტყვეობას გადაურჩა. მათივე ცნობით, იმისათვის, რომ ქალაქ ლომედან ჩამოეყვანათ ქართველი მეზღვაურები, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებმა უპრეცედენტო მოლაპარაკები აწარმოეს ტოგოს ხელისუფლებასთან.

სულ ნანახია
636

დღეს ნანახია
1