მოვლენების კვალდაკვალ
საქართველოს 15 მოქალაქე ინდოეთიდან სამშობლოს დაუბრუნდა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ საქართველოს 15 მოქალაქე ინდოეთის ავიაკომპანიამ სამშობლოში ჩამოიყვანა, მათთან ერთად ბორტზე აზერბაიჯანის 18 მოქალაქეც იმყოფებოდა.
ამ საქმეში საქართველოს საელჩომაც შეიტანა თავისი წვლილი, თუმცა ავიარეისი ინდოეთის მთავრობის ორგანიზებით დაინიშნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, დახმარება გაეწია ტაილანდში მყოფ საქართველოს 24 მოქალაქესაც.

სულ ნანახია
651

დღეს ნანახია
1