პარასკევი, აგვისტო 19, 2022
სიახლე:
  • ,,საქართველოს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს”
  • გარი ქიქავა – საუკეთესო ფეხბურთელი და სამაგალითო პიროვნება
  • პაემანი, რომელსაც მელომანები წლიდან წლამდე ელოდებიან, მეთხუთმეტედ შედგა
  • ბათუმიდან – დოჰაში, ანუ რატომ გადაწყვიტა ველომოგზაურმა აჭარიდან კატარში ჩასვლა?
  • ,,მირჩევნია, ჩემი ნახატები საზოგადოებაში იყოს გამოფენილი”
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
სხვადასხვა

ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ახალი კორპუსი ერთ წელიწადში აშენდება

მაისი 28, 2020მაისი 28, 2020

ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –

30-წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმში მე-6 საჯარო სკოლის თანამედროვე სტანდარტების ახალი კორპუსი აშენდება, რომელიც 540 მოსწავლეზეა გათვლილი.
2010-2011 წლებში დაინგრა ორი – მე-3 და მე-6 სკოლები, რამაც უკიდურესად გადატვირთა ქალაქის დანარჩენი სკოლები. ამ გამოწვევის საპასუხოდ, 2016 წელს აჭარის განათლების სამინისტროში გაჩნდა იდეა, რომ ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე აშენებულიყო ახალი კორპუსი. პროექტის შესყიდვა გათვალისწინებულია 2017 წლის სამინისტროს ბიუჯეტში, ხოლო 2018 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების კომიტეტმა, აჭარის ბიუჯეტის განხილვის დროს, დააყენა ახალი კორპუსის მშენებლობის საკითხი და 2019 წლის ბოლოს დაიწყო მშენებლობა.
მაშინ, როცა გადაწყდა ახალი კორპუსის აგება, სახელმწიფო შესყიდვების კურატორი, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი იყო. დღეს სწორედ ლადო მგალობლიშვილმა ბათუმის რესურსცენტრის უფროს გოჩა დავითაძესთან და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ჯემალ სურმანიძესთან ერთად მოინახულა მშენებარე კორპუსი.
– 80-იანი წლების შემდეგ პრაქტიკულად, ბათუმში საჯარო სკოლები აღარ აშენებულა, ხოლო 2010-2012 წლებში მოხდა ორი სკოლის დემონტაჟი. ბოლო წლებში ქალაქისთვის ძალიან დიდი პრობლემად იქცა ის, რომ სკოლები გადატვირთულია მოსწავლეებით. სწორედ ამიტომ, 2016 წელს გაჩნდა იდეა, მე-6 სკოლის ეზოში აშენებულიყო ახალი კორპუსი. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ადგილი დღითი დღე ვითარდება, ბევრი კორპუსი შენდება და აუცილებელიც იყო, რომ ქალაქის ცენტრში ახალი სკოლა აშენებულიყო. ერთი წლის შემდეგ ბათუმს შეემატება ახალი კორპუსი, რომელიც სრულად აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, – თქვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილმა.
– შენობა იქნება სამსართულიანი, ფაქტობრივად, ახალი სკოლა გამოდის, რომელიც 540 მოსწავლეზეა გათვლილი. იქნება 18 საკლასო ოთახი, სპორტული და სააქტო დარბაზები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, ასევე, განთავსდება ღია სპორტული მოედანი ტრიბუნებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისათვის, – გვითხრა განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ჯემალ სურმანიძემ.
სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება 2 890 062 ლარია, უნდა დასრულდეს 2021 წელს. ამ დროისათვის დასრულებულია საძირკველი და პირველი სართული. მიმდინარეობს მეორე სართულის კონსტრუქციული სამუშაოები.

სულ ნანახია
სულ ნანახია
675
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← კონდიციონერის გარეშე, ღია ფანჯრებით, პირბადეებით – ასე იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი
  • ზაალ მიქელაძე: ტურისტების შემოსვლა დაიწყება იმ ქვეყნებიდან, სადაც ვირუსის გავრცელების საფრთხის დონემ დაიწია →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"