სამშაბათი, იანვარი 31, 2023
სიახლე:
  • ,,თუ გვინდა გვეპატიოს, ჩვენც უნდა ვისწავლოთ სხვისი პატიება”
  • მიუსაფარი ცხოველების დასაცავად
  • მაწანწალა ძაღლების პრობლემა ისევ მოუგვარებელი რჩება
  • ,,სოფელსა შინა” – სპექტაკლი, რომელშიც მტერს უბრძოლველად ჩაბარდნენ
  • ძალოსნობის სასახლე არა მხოლოდ ჩაქველებს გაახარებს…
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
საზოგადოება

თუ სპორტსმენებს არ გაათავისუფლებენ, აქციის მონაწილეების თქმით, ისინი პროტესტს გააგრძელებენ

მაისი 28, 2020მაისი 28, 2020

მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –

ბათუმელ სპორტსმენებს ელდარ ანთაძესა და რეზო წულუკიძეს ხულიგნობის ბრალდებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაახლოებით ერთი თვის წინ შეუფარდა. თუმცა დაკავებულის ახლობლები აცხადებენ, რომ ისინი უდანაშაულოები არიან და საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. ამიტომ ეს გადაწყვეტილება ბრალდებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა სასამართლოს ეზოში აღმკვეთი პატიმრობის შეფარდების დღესვე გააპროტესტეს.
გუშინ, 27 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა კადრები, სადაც ასახულია ბრალდებულების – ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის კონფლიქტი სხვა პირებთან.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც მიმდინარე წლის 7 მაისს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში 2 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში“, – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სწორედ ამ ორი ბრალდებულის გათავისუფლების მოთხოვნით, გუშინ ბათუმში საპროტესტო აქცია დილიდან დაიწყო. ელდარ ანთაძის და რეზო წულუკიძის ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ სპორტსმენებს ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი ჰქონდათ სხვა პირებთან. პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ მხარეები გაათავისუფლეს. ფაქტიდან 3 დღის შემდეგ კი მათთან ქურდული სამყაროს წევრები საქმის გასარჩევად მივიდნენ, რა დროსაც ორივე სპორტსმენი დანით დაჭრეს. აქციის მონაწილეების თქმით, დაჭრილი ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი მათ ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ვინც ისინი დაჭრა, არავის დაუკავებია. აქციის მონაწილეების თქმით, ბრალდებულებს, ასევე, 20-მდე კაცმა სცემა, თუმცა მათგან პატიმრობაში არცერთი არ იმყოფება. პოლიციის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ცენტრალური გზის გადაკეტვას, პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, ძალადობრივი მეთოდებით შეეცადნენ.
მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის კიდევ 30 პირი დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია ერთ-ერთი ბრალდებულის მამაც.
– ჩემი ძმის გათავისუფლებას ვითხოვ, რომელსაც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ჩემი ძმა არ არის დამნაშავე. ვიმედოვნებთ, რომ დაკავებულები მალე განთავისუფლდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ აქციებს. მათ ისეთი არაფერი ჩაუდენიათ, რომ წინასწარ პატიმრობაში ყოფილიყვნენ. იმედია, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, – ამბობს დაკავებული რეზო წულუკიძის და – დარინა წულუკიძე.

– ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაკავებულები გაათავისუფლონ! თუ ეს ხვალ არ მოხდება, აქციებს გავაგრძელებთ, – თქვა გუშინდელ აქციაზე დაკავებულის დედა ნათელა წულუკიძემ.

სულ ნანახია
სულ ნანახია
402
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← ნანკა ქოქიაშვილის სურვილი, მიზანი და ქმედება…
  • კონდიციონერის გარეშე, ღია ფანჯრებით, პირბადეებით – ასე იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"