მოვლენების კვალდაკვალ
ქურდები ტაძარსაც კი არ მოერიდნენ
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
ქურდობის გამო, რომელიც ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში მოხდა, დღეს, დილიდან, აქ სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. ეკლესია ღამით გაქურდეს.
„აჭარა“ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერ იოანე გორელიშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, ტაძრიდან წაღებულია სასანთლე, დაახლოებით 100 ლარამდე ხურდა და საეკლესიო ნივთები, გატეხილია შესაწირი ყუთი.
– შემთხვევა დღეს, ღამით, მოხდა, წაღებულია სასანთლე, ას ლარამდე ხურდა, საეკლესიო ნივთებიდან – სამაჯურები, ჯვრები, ბეჭდები. . . გატეხილია შესაწირი ყუთიც, – გვითხრა იოანე გორელიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
სულ ნანახია
703
დღეს ნანახია
1