პარასკევი, მაისი 23, 2025
სიახლე:
  • მთებში მისასვლელი გზები თოვლისგან იწმინდება
  • საარჩევნო უბნებზე ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით მანიპულაციური ინფორმაცია გავრცელდა
  • ეუბნებოდნენ, რომ ვერაფერს გააკეთებდა, მან კი ბრენდი შექმნა
  • ჩირაღდნებიდან – ციფრულ ეპოქამდე
  • სკოლების წარმატება
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
სხვადასხვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩევლების ანგარიში – უმაღლეს საბჭოში

ივნისი 10, 2020ივნისი 11, 2020

მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში გასული წლის ბიუჯეტი შეაჯამა. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომა 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ანგარიში 2019 წლის საქმიანობას ეხებოდა. სხდომას მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის წევრებიც ესწრებოდნენ.

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილმა მაუწყებლის პრიორიტეტების შესრულებაზე ისაუბრა. სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირებაც იყო, რაც კონკრეტულ საკითხებზე ალტერნატიული პროფკავშირის წარმომადგენლების რეპლიკებს მოჰყვა. მმართველი გუნდის დეპუტატებმა მათ რეგლამენტი შეახსენეს და განუმარტეს, რომ მას შემდეგ გამოვიდოდნენ, რაც ანგარიშის წარდგენა და დეპუტატების შეკითხვები დასრულდებოდა.

ალტერნატიული პროფკავშირის წევრებმა მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებები გააკრიტიკეს. მათი მოსაზრებით, სამსახურიდან გაათავისუფლეს ის ჟურნალისტები, რომლებიც აფილირებულები არიან „ალტერნატიულ პროფკავშირთან“ და მენეჯმენტს თხოვეს, ამ საკითხებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. მათვე გააკრიტიკეს არხის 8-საათიანი საინფორმაციო გამოშვებაც და აღნიშნეს, რომ მიმდინარეობს საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლა.

–პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ დავინახეთ ორმაგი სტანდარტი. მაშინ, როდესაც ნათია კაპანაძე გადააყენეს, ამის ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა პრიორიტეტების შეუსრულებლობა, ხოლო დღეს, როცა მოქმედი მენეჯმენტი არ ასრულებს პრიორიტეტებს, ვერ დავინახე მრჩეველთა საბჭოს პოზიცია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ასეთი მენეჯმენტის შემთხვევაში. ჩვენ ვიცით, რომ შიმშილობს ადამიანი, ვნახეთ არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასება აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აჭარის ტელევიზია იყოს თავისუფალი, – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, „ერთიანი ნაციონალური მოზრაობის“ წევრმა გია აბულაძემ.

– დავწერეთ ანგარიში, რომელიც გადაეგზავნა ყველა მრჩეველს იმისთვის, რომ წარმოედგინათ მოსაზრებები. წარმოდგენილი იყო ნული მოსაზრება. ახლა იმით აპელირება, რომ ჩართული არ ვიყავით, არის ტყუილი! ანგარიში საკმაოდ თვითკრიტიკულია, სადაც წერია ის ხარვეზები, რომლებიც უნდა შესრულებულიყო და ვერ შესრულდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ ჩასაფრებული პოზიციიდან ისაუბროს. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ საზოგადოებამაც იცოდეს და ჩაერთოს. ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ ის საკითხები, რომლებიც მაუწყებლისთვის არსებითი და მნიშვნელოვანია, – თქვა გიგა ჩხარტიშვილმა. მისივე თქმით, მიმდინარე პროგრამებში პრიორიტეტული უნდა იყოს სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების პროექტები, ასევე, თვითმმართველობა, საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ეკოლოგია, განათლება, საბავშვო და მოზარდთა გადაცემები, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამები, დოკუმენტური და მხატვრული ფილმები, სპორტი და ა.შ.

სულ ნანახია
სულ ნანახია
540
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← ქართული მხარე განგაშს უნდა ტეხდეს
  • ლევან ჯაყელი: პოსტპანდემიური სიტუაცია იქნება ძალიან ფრთხილი, დისტანციური, ცოტა – პრობლემურიც →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • მაისი 2025
  • აპრილი 2025
  • მარტი 2025
  • თებერვალი 2025
  • იანვარი 2025
  • დეკემბერი 2024
  • ნოემბერი 2024
  • ოქტომბერი 2024
  • სექტემბერი 2024
  • აგვისტო 2024
  • ივლისი 2024
  • ივნისი 2024
  • მაისი 2024
  • აპრილი 2024
  • მარტი 2024
  • თებერვალი 2024
  • იანვარი 2024
  • დეკემბერი 2023
  • ნოემბერი 2023
  • ოქტომბერი 2023
  • სექტემბერი 2023
  • აგვისტო 2023
  • ივლისი 2023
  • ივნისი 2023
  • მაისი 2023
  • აპრილი 2023
  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"